Baby Bag

ბორტგამყოლი ქალი, რომელიც ამ პროფესიას 63 წელია ემსახურება

ბორტგამყოლი ქალი, რომელიც ამ პროფესიას 63 წელია ემსახურება

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ბორტგამყოლი ქალი 83 წლის ბეტი ნეშია. იგი ამ პროფესიას 63 წელია ერთგულად ემსახურება.

ნეშის კარიერა 1957 წელს ავიაკომპანია Eastern Airlines-დან დაიწყო, შემდეგ კი American Airlines-ში გაგრძელდა. ბეტი ნეში საკუთარ პროფესიაზე დღემდე შეყვარებულია!
მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბორტგამყოლებს საქმე გაუადვილა: ბორტზე პლასტმასის ჭურჭელი დაუშვეს - წარსულში კი, კლიენტების მხოლოდ ფაიფურის ან ბროლის ჭურჭლით მომსახურება იყო ნებადართული, გამოიყენებოდა მხოლოდ ვერცხლის დანა-ჩანგლები - ეს ყველაფერი ბორტგამყოლებს კლიენტებამდე ლანგრით მიჰქონდათ, რაც საკმაოდ რთული გახლდათ.
დიდი ყურადღება ექცეოდა ვარცხნილობას, წარბის ფორმას - ბორტგამყოლებს სილამაზის სალონებში, მინიმუმ, თვეში ერთხელ თავად ავიაკომპანიები აგზავნიდნენ.

ვაშინგტონი-ბოსტონი-ვაშინგტონის რეისზე ბეტი ნამდვილი ვარსკვლავია - მას მგზავრები მუდმივად სცნობენ და დიდი სიხარულით ხვდებიან. 

წყარო: ​საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

შეიძლება დაინტერესდეთ

დროა დაფიქრდეთ იმ თესლებზე, რომელთა დათესვაც გსურთ გარშემომყოფთა გონებაში

დროა დაფიქრდეთ იმ თესლებზე, რომელთა დათესვაც გსურთ გარშემომყოფთა გონებაში

დროა დაფიქრდეთ იმ თესლებზე, რომელთა დათესვაც გსურთ გარშემომყოფთა გონებაში.

თუ მე მეუბნებიან: „შენ არ აკეთებ საკმარისს,“ „შენ არ ხარ საკმარისად კარგი,“ ჩემი შინაგანი ხმა იმეორებს: „მე არ ვაკეთებ საკმარისს,“ „მე არ ვარ საკმარისად კარგი.“ ეს ყველას გამოგვიცდია. მნიშვნელოვანია, მოაზროვნე ზრდასრულებმა, ყურადღებიანმა მშობლებმა, მასწავლებლებმა გავაცნობიეროთ ჩვენი სიტყვების წონა.

როგორ გინდათ, რომ თქვენი ბავშვები საკუთარ თავს ესაუბრებოდნენ? პირადად მე ვისურვებდი, იფიქრონ, რომ ისინი უყვართ, რომ ისინი გონიერები, კეთილები და უნიკალურები არიან, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

ჩვენ გვსურს, ბავშვებმა გააცნობიერონ, რომ მათი ემოციები სწორი და ნორმალურია, რომ სევდა მისაღები განცდაა. როგორ გაიგებენ ბავშვები ამ ყოველივეს, თუ ამას მშობლებისგან არ ისწავლიან?!

​წყარო

წაიკითხეთ სრულად