უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
პატარებისთვის სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბავშვების გასეირნება წვიმიან ამინდშიც კი შესაძლებელია. თუმცა მზიან დღეს სულ სხვა ხიბლი აქვს. ნახეთ როგორი ამინდი გველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი იქნება.
8-9 მაისს კვლავ დროგამოშვებით იწვიმებს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +25, +30 ფარგლებში შენარჩუნდება.
ქ. თბილისში 6-9 მაისს ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.