უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„დაიკარგა მარიუპოლში მცხოვრები ქართველი კაცის ოჯახი, ჰყავს უკრაინელი მეუღლე და ორი შვილი,“- სოციალურ ქსელში დაკარგული ოჯახის საპოვნად დახმარებას ითხოვენ
სოციალური ქსელის მომხმარებელი ელზა გელაშვილი ჯგუფში „მოგზაურთა კლუბი“ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უკრაინაში დაკარგული ოჯახის შესახებ წერს. ის ადამიანებს მოუწოდებს, ინფორმაცია მაქსიმალურად გაავრცელონ, რათა ახლობლებს დაკარგული ოჯახის პოვნაში დაეხმარონ:
„მეგობრებო!!! დაიკარგა მარიუპოლში მცხოვრები ქართველი კაცის ოჯახი. მისი სახელია ბაკური ქეცბაია. უკრაინელი მეუღლე ჰყავს და ორი შვილი, გოგო და ბიჭი. თუ ვინმეს გეცნობათ ეს ხალხი და ან იცით რამე მათ შესახებ, ძალიან გთხოვთ მოგვწერეთ ან პირადში, ან კომენტარებში. დავეხმაროთ ახლობლებს მათ პოვნაში. გააზიარეთ მაქსიმალურად, რომ იქნებ ვინმემ მოგვაწოდოს ინფორმაცია ...ძალიან გთხოვთ,“- წერს ელზა გელაშვილი.