უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
ნათია ფანჯიკიძის თქმით, ქართველებს ერთმანეთის ინტიმურ სივრცეში შეჭრა ახასიათებთ:
„თუ დაკვირვებიხართ, ბანკომატთან რომ დგახარ, ხანდახან კისერში გრძნობ უკან მდგომი ადამიანის სუნთქვას. ეს არის პრაქტიკულად ინტიმურ სივრცეში შემოსვლა. ის ადამიანი აბსოლუტურად არ გრძნობს უხერხულობას, რომ გაიწიოს, დაგაცადოს რაღაც. ევროპაში ეს წარმოუდგენელია. იქ ერთი მეტრის მანძილზე მაინც არის დისტანცია, რომ შენ მოგეცეს სუნთქვის საშუალება. ამით იწყება ერთმანეთის თავისუფლების პატივისცემა.“
„ასევეა პედაგოგის მოსწავლესთან ურთიერთობაც, რისი თქმის უფლება აქვს მას და რისი - არა. ეს ზრდის თავისუფალ ადამიანს. თუკი ჩვენ ყველაფერზე ბავშვს ვაშინებთ, ყველაფერზე ვეუბნებით, რომ ახლა პოლიციელი მოვა. რა თქმა უნდა, დამფრთხალი ადამიანისგან მერე მოითხოვო, რომ გახდეს ლაღი, ეს თითქმის უტოპიაა, თორემ გადაძლევა ყოველთვის შეიძლება,“- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.