უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„დედის გული მართლაც საგანგებო გულია, მამას არ აქვს ეს გული,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედის განსაკუთრებულ უნარებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედის გული შვილის გასაჭირს გრძნობს:
„დედის გული კიდევ რა არის? დედის გული მართლაც საგანგებო გულია. მამას არ აქვს ეს გული, მაგრამ მამას აქვს სიბრძნე. დედას წინათგრძნობა აქვს გულში, ამიტომ უნდა დაიცვას ბავშვი. ჩვენ ბავშვების დამცველები ვართ. უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ხიფათი არ მოუვიდეს. მნიშვნელოვანია, როგორ დაიცავ ბავშვს. შეიძლება იძულებით დაიცვა, შეიძლება ცხრაჯერ აუხსნა, ცრემლებით შეეხვეწო, დაანამუსო.“
შალვა ამონაშვილის თქმით, მშობლებმა შვილები ხიფათისგან უნდა დაიცვან:
„რასაკვირველია, ბავშვს ბევრი ხიფათი ელოდება, ძალიან ბევრი და თუ მამა არ დაიცავს, ვინ არის სხვა დამცველი?! დედის გულმა სულ უნდა იგრძნოს ბავშვის მოძრაობა. მე მშვენიერი რძალი მყავს თამრიკო. გული აქვს ასეთი: ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს ჩემს შვილიშვილს და მაინც ავადაა. არავინ არ იცის რატომ. ექიმები იფიცებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. მარტო ერთმა დედამ იცის, რომ ოპერაცია სწორად არ შედგა. ექიმებს ხელახლა გააკეთებინა ოპერაცია. ტამპონი აღმოჩნდა შიგ ჩარჩენილი. განა დედა ოპერაციას ესწრებოდა?!“
„ხანდახან მკაცრად უნდა უთხრა ბავშვს: „შვილო, მე შენ ამას გიკრძალავ! გთხოვ, რომ ეს არ გააკეთო! დამიჯერე თუ შეიძლება.“ თუ გაქვთ სიყვარული, ბავშვი დაგიჯერებს. თუ არ გაქვთ სიყვარული, ბავშვი თავს დაგიქნევს, იმიტომ, რომ ეშინია. რატომ მიდის ქალი მეგობართან, რომ რაღაც უთხრას? იმიტომ, რომ შეიმსუბუქოს, რაც აწუხებს. მშვიდდები და შეიძლება ის ნაბიჯი არ გადადგა, რასაც გამწარებული გადადგამდი. რატომ არ გვანდობენ ბავშვები ბევრ რამეს? იმიტომ, რომ მე ჩემი პრინციპით მინდა ბავშვი გაიზარდოს, იმას კი თავისი გზა აქვს,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.