Baby Bag

„მეგობრობა არ ნიშნავს ბავშვთან კარგ კომუნიკაციას... მშობელი არის მშობელი და მეგობარი არის მეგობარი,“ - თამარ გაგოშიძე

„მეგობრობა არ ნიშნავს ბავშვთან კარგ კომუნიკაციას... მშობელი არის მშობელი და მეგობარი არის მეგობარი,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ისაუბრა და მშობლებს შვილებისთვის ჩარჩოების დაწესება ურჩია:

„ბავშვმა უნდა იცოდეს, როდის უნდა ითამაშოს, რომელი საათიდან რომელ საათამდე. ეს არ უნდა იყოს საწოლში, ეს არ უნდა იყოს ძილის წინ. საერთოდ საძინებელ ოთახში არ უნდა არსებობდეს არც გაჯეტები, არც ტელეფონი, არც სხვა ელექტრონული საშუალებები. ამ ჩარჩოს დადება ბავშვის ნებელობასაც წვრთნის. ის აღარ ტეხავს ტანტრუმს. ბავშვობიდანვე ეჩვევა ამ წესს და იცავს მას პატიოსნად. ეს მისი ნერვული სისტემისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

თამარ გაგოშიძით თქმით, ბავშვთან კომუნიკაცია აუცილებელია:

„პირველი ჩემი რჩევა ეხება მშობლებს. ჩვენ უნდა გვქონდეს კომუნიკაცია შვილებთან და არ გვაქვს. მეგობრობა არ ნიშნავს ბავშვთან კარგ კომუნიკაციას. ​მშობელს ასე ესმის: „მე უნდა ვიყო ბავშვის კარგი მეგობარი.“ ეს არავის დაუვალებია. მშობელი არის მშობელი და მეგობარი არის მეგობარი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას თამაშობს, რას ფიქრობს, რა აინტერესებს ბავშვს.“

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი დამახინჯებული ბავშვი მოდის კარგი ოჯახებიდან ჩემთან კონსულტაციაზე. გული მწყდება, მშობლებს ხომ კარგი უნდათ თავიანთი შვილებისთვის. გამოდის საშინელი ძალადობა საკუთარ შვილზე. გარდატეხის ასაკში უკვე ხდება რევოლუცია. ბავშვი აღარ ითვალისწინებს ისეთ სფეროს, სადაც თავისუფალია. ავტორიტეტი მშობელი უნდა იყო, რომელსაც ბავშვი ენდობა. თუ ამას არ მოგიყვა, შენ ვერ გაიგებ, რა სჭირს შენს შვილს. ვერ წარმოიდგენთ, რეები შეიძლება სჭირდეთ ისე, რომ თქვენ ვერ გაიგოთ ეს. ინტერნეტში ბავშვი შეიძლება გადაეყაროს ძალიან ცუდ რამეებს. რჩევა არის არა ის, რომ გამოვრთოთ კომპიუტერი, არამედ ის, რომ ვიყოთ ახლოს შვილებთან,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​თოქ-შოუ „ფოკუსი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„დასჯა არის ძალიან კარგი ქცევითი ქმედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც ჩხუბს, არც ყურის აწევას...
​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებში ბრაზის მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვზე ძალადობით მის ფსიქიკას ვამახინჯებთ:„​ჩვენ ვამახინჯებთ ბავშვის ფსიქიკას, არამხოლოდ როდესაც ვუტყამთ ბ...