Baby Bag

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“- თამარ გაგოშიძე

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“- თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საბავშვო ბაღებში ბავშვების ენერგიაზე მოსაყვანად და გასართობად ტელევიზორის გამოყენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ბავშვის განვითარებას ხელს არ უწყობს და პატარების გართობა ან ენერგიაზე მოყვანა ალტერნატიული საშუალებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი:

„ბოლო დროს მშობლებისგან ხშირად მესმის, რომ საბავშვო ბაღში არის ტელევიზორები, ალბათ, უფრო საჯაროში. მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები. თითქოს ეს არის ბავშვების გართობის საშუალება, ენერგიაზე მომყვანი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ცოტა გამხიარულებას. არ მგონია, რომ ეს ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას. ბავშვს ისედაც დიდი ექსპოზიცია აქვს ტელევიზორის სახლშიც. საბავშვო ბაღის გარემო მაინც უნდა იყოს ეკრანისგან თავისუფალი.“

„ტელევიზორის მაგივრად სხვანაირად შეიძლება ბავშვის სტიმულირება, თუნდაც იგივე მუსიკით, დაკვრით, აქტივობებით. არ ღირს, რომ სკოლამდელი განათლების ძვირფასი დრო დაიხარჯოს ტელევიზორის ყურებაში და რაღაც მულტფილმების ყურებაში,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ​ციფრულ მოწყობილობებთან მიჯაჭვულობის გადალახვაში და დავუწესოთ გარკვეული საზღვრები მათთან ურთიერთობისას

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ​ციფრულ მოწყობილობებთან მიჯაჭვულობის გადალახვაში და დავუწესოთ გარკვეული საზღვრები მათთან ურთიერთობისას

ციფრულ მოწყობილობებთან მიჯაჭვულობა 21-ე საუკუნის პრობლემაა, რომლის წინაშე ხშირად დგებიან ბავშვები და მათი მშობლებიც.

ნახეთ ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძის ვიდეო და გაიგეთ, როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ მიჯაჭვულობის გადალახვაში და დავუწესოთ გარკვეული საზღვრები ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთობისას.

აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი UNICEF Georgia-სთან საუბრობს

წაიკითხეთ სრულად