Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ერისმანის ძველებური მერხი, რომელიც მოსწავლეს ხერხემლის პრობლემებისგან იცავდა

ერისმანის ძველებური მერხი, რომელიც მოსწავლეს ხერხემლის პრობლემებისგან იცავდა

ერისმანის მერხთან ჯდომისას მოსწალე წერისა და კითხვის დროს სწორ პოზაში იჯდა, რაც შემდეგში მას ხერხემლის პრობლემებისგან იცავდა. თავად ერისმანი თედორე (1842-1915 წწ) ექიმი ჰიგიენისტი, ჰიგიენის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო რუსეთში.


ფოტოზე მოცემულია კლასების მიხედვით, მოსწავლის სკოლის მერხთან ჯდომის სტანდარტები


რა სტანდარტებით მზადდებოდა ერისმანის მერხი

ფოტოზე აღბეჭდილია სიტუაცია, თუ როგორ არ უნდა იჯდეს მოსწავლე მერხთან

როგორ უნდა იჯდეს მოსწავლე მერხთან

მოსწავლის პიუპიტრი

წაიკითხეთ სრულად