Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვუძღვნი ერთ ჩემს პაციენტს, რომელიც გუგლავს სიმპტომს და ისვამს სასტიკ დიაგნოზებს“

„ვუძღვნი ერთ ჩემს პაციენტს, რომელიც გუგლავს სიმპტომს და ისვამს სასტიკ დიაგნოზებს“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პაციენტს, რომელიც გუგლავს სიმპტომს და სასტიკ დიაგნოზებს ისვამს, სტატუსსა და სიმღერას უძღვნის:

„ამ კლიპს, რომელიც ექიმებმა ჩაწერეს თავიანთი გუგლოქონდრიით შეპყრობილი პაციენტებისთვის, ვუძღვნი ერთ ჩემს პაციენტს, რომელიც გუგლავს სიმპტომს, იძიებს ინფორმაციებს და ისვამს სასტიკ დიაგნოზებს, მერე ამ აღმოჩენისგან ხდება ცუდად, დავავალე, ჯერეგერთი ნუ შობი მასე და მერე მეორე, შემოიხედე ჩემს კედელზე და ამ სიმღერას მოუსმინემეთქი. სხვებსაც არ გაწყენთ“.

წაიკითხეთ სრულად