Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„საქართველოში, როგორც ჩანს, ფილერების ბუმია... FDA გაფრთხილებთ, რომ ეს არაა პროცედურა, რომელსაც ძალიან მარტივად უნდა მიუდგეთ,“ - ექიმი ნანა გეგეჭკორი

„საქართველოში, როგორც ჩანს,  ფილერების ბუმია... FDA გაფრთხილებთ, რომ ეს არაა პროცედურა, რომელსაც ძალიან მარტივად უნდა მიუდგეთ,“ - ექიმი ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საქართველოში ფილერების პოპულარობას ეხმაურება და გვაფრთხილებს, რომ ამ პროცედურას მარტივად არ უნდა მივუდგეთ:

„საქართველოში,როგორც ჩანს, ფილერების ბუმია. FDA გაფრთხილებთ,რომ ეს არაა პროცედურა, რომელსაც ძალიან მარტივად უნდა მიუდგეთ. კოსმეტიკური პროცედურები აუცილებლად უნდა აკეთონ დერმატოლოგიაში და პლასტიკურ ქირურგიაში გაწვრთნილმა სპეციალისტებმა, ასეთია ამერიკის წამლის სააგენტოს რჩევა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ,რომ ყველას არ შეუძლია ფილერით გაისწოროს ნაოჭები. აქვს უკუჩვენებაც...

სილამაზე ჯანმრთელობის ფასად რომ არ ღირს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა,“ - წერს ნანა გეგეჭკორი.

წაიკითხეთ სრულად