Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით, მათ შორის რომელი არ არის ოჯახი?

ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით, მათ შორის რომელი არ არის ოჯახი?

ადამიანებთან ურთიერთობები ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ისეთივე გავლენას ახდენს, როგორსაც ვარჯიში ან ჯანსაღი კვება. კვლევებით დასტურდება, რომ სოციალურად დისტანცირებული ზრდასრულები ანთებითი დაავადებებით ისევე იტანჯებიან, როგორც უძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანები. ყურადღებით დააკვირდით სურათზე გამოსახულ ადამიანებს და გამოიცანით, მათ შორის რომელი არ არის ოჯახი? პასუხზე დიდხანს ნუ იფიქრებთ, თქვენი არჩევანი პირველივე ასოციაციაზე შეაჩერეთ.

​ტესტის სწორი პასუხი:

მომზადებულია brightside.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად