Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სრულად ჩვენი გოზინაყის რეცეპტი... გილოცავთ შობა-ახალ წელს,“ - შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი

„სრულად ჩვენი გოზინაყის რეცეპტი... გილოცავთ შობა-ახალ წელს,“ - შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი

ცნობილმა შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა მაყურებლის თხოვნით საახალწლოდ გოზინაყის რეცეპტი და მომზადების წესი გაგვაცნო:

იმისთვის, რომ გავაკეთოთ გოზინაყი, უნდა მოვიმარაგოთ ქაღალდი და კალმისტარი. რა გვჭირდება იმისთვის, რომ მოვამზადოთ ჩვენი გოზინაყი? გაშლილი მაღალი ქვაბი ან ტაფა, ორი დაფა 25X30-ზე, ერთი ჯამი ცივი წყლით, საბრტყელებელი, ერთი კილო დაჭრილი ნიგოზი, უკვე მომზადებული უმად, ჩემს რეცეპტში არის წაბლის თაფლი და მაისის თაფლი. წაბლის თაფლი იქნება ერთი 200-გრამიანი ჭიქა, მაისის თაფლი იქნება ნახევარი ჭიქა. მე ვიხმარ ხუთ კოვზ შაქარს. ჩავიწეროთ და მივყვეთ რეცეპტს.“

გოზინაყის მომზადების წესს დეტალურად გაეცანით თანდართულ ვიდეოში.

წაიკითხეთ სრულად