Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

გაციების შემთხვევაში ბავშვებს არ მისცეთ ეს მედიკამენტი! - გიორგი ღოღობერიძე მშობლებს აფრთხილებს

გაციების შემთხვევაში ბავშვებს არ მისცეთ ეს მედიკამენტი! - გიორგი ღოღობერიძე მშობლებს აფრთხილებს

,,თუ ბავშვს აქვს გრიპის, ზოგადად გაციების, სურდოს, მაღალი ტემპერატურის შემთხვევები და ამ მედიკამენტს მისცემ, შეიძლება სერიოზულად დააზარალო. ეს არის ნოლ გრიპ ჯუნიორი. მედიკამენტი არის ინდური და ის საქართველოს ბაზარზე მაქსიმალურად შეიზღუდა, რადგან მისი გამოყენება ბავშვების შემთხვევაში ფატალურადაც შეიძლება დასრულდეს. მისი მიღების შემთხვევაში თავიდან ბავშვს დაეწყება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შემდეგ კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკასთან ერთად თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩივილები, რამდენიმე დღის შემდეგ კი ნევროლოგიური ნიშნები, საბოლოო ჯამში კი კომატოზური მდგომაროებაც კი,'' - აღნიშულის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

დეტალები ნახეთ ვიდეოში

წაიკითხეთ სრულად