Baby Bag

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?  - თემაზე ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, ბავშვი არასდროს არ უნდა შევადაროთ სხვას:

,,სწავლასთან დაკავშირებული შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გვჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. ფსიქოლოგები ეძახიან „სენდვიჩის“ მეთოდს, როცა ჯერ ვაქებთ, შემდეგ ვეუბნებით რა არ მოგვწონს და ბოლოს, კიდევ ვაქებთ. არასდროს არ  უნდა შევადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ - „შენ გუშინწინ ამას ვერ აკეთებდი და ახლა ნახე რა კარგად აკეთებ, ყოჩაღ!“, „შეხედე, ეს ნაწერი სჯობს ასე იყოს, მოდი კიდევ სცადე“, ამას სჭირდება მოთმინება და არა გაღიზიანება. „ცუდია“ - არ უნდა ვუთხრათ, რადგან შესაძლოა ყველანაირი სურვილი დაკარგოს, რომ ხელმეორედ გააკეთოს, რადგან ბავშვის დემოტივირება ძალიან მარტივია,'' - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ,,ტელესკოლა''

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მინდა, მშობლები დავამშვიდო, დელტა შტამი განსაკუთრებული სიმძიმით ბავშვებში არ მიმდინარეობს'' - თემურ მიქელაძე

,,მინდა, მშობლები დავამშვიდო, დელტა შტამი განსაკუთრებული სიმძიმით ბავშვებში არ მიმდინარეობს'' - თემურ მიქელაძე

ბავშვებში გახშირებულ კორონავირუსზე პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს. 

,,მინდა მშობლები დავამშვიდო, დელტა შტამი განსაკუთრებული სიმძიმით ბავშვებში არ მიმიდინარეობს,'' - აღნიშნავს პედიატრი. 

სიმპტომებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დელტა შტამს ახასიათებს ყველა ის კლინიკური ნიშანი, რაც ახასიათებს რესპირაციულ ვირუსულ ინფექციებს, ძირითადად კი ზემოსასუნთქი ინფექციების კლინიკური ნიშნები. ყნოსვისა და გემოს დაკარგვა უფრო ხშირია 9-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვიდრე 1 წლამდე ბავშვებში. ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, მივარდნილობა, მაღალი ტემპერატურა უფრო მეტია 9 წლამდე, ვიდრე 9-დან 19 წლამდე. 

პედიატრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მიუხედავად ვაქცინირებისა, დაიცვან ჰიგიენური ნორმები - პირბადე, დისტანცია და პირადი ჰიგიენა. ასევე მნიშვნელობანია სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო:​ მთავარი არხი

წაიკითხეთ სრულად