Baby Bag

როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ მათ შვილს რაღაც აწუხებს და რა არის ასეთ დროს სწორი რეაქცია?

როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ მათ შვილს რაღაც აწუხებს და რა არის ასეთ დროს სწორი რეაქცია?

ნეიროფსიქოლოგმა, ნინო მარგველაშვილმა ,,იმედი დღე"-ში მშობლებისთვის ერთ-ერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა - როგორ უნდა მიხვდნენ დედა და მამა, რომ მათ შვილს რაღაც აწუხებს და რა არის ასეთ დროს სწორი რეაქცია?

"ბედნიერების, სიხარულის, შიშის განცდას იწვევს გონება. მშობელს შეუძლია, ისეთი რაღაცები გააკეთოს, რომ მიეხმაროს შვილებს - რათა მათ დაიწყონ პატარა შეგრძნებების შემჩნევა.

როდესაც, მაგალითად, ბავშვი მოდის სკოლიდან, არის გადაღლილი, განერვიულებული და გეუბნება - „პიცა გამომიძახე“, მშობელი ამას აკეთებს და შვილს ეუბნება, რომ აი, გაგიკეთე. მაგრამ, სინამდვილეში, ბავშვი არის დაძაბული. რაც ამ დროს მშობელმა გააკეთა, არ ვიცი - რამდენად იყო საჭირო.

არის შემდეგი მომენტი - ბავშვს ნამდვილად პიცა სჭირდებოდა თუ უნდოდა, რომ ცოტახნით მისთვის მოესმინათ? სინამდვილეში, პიცის მოთხოვნა თუ სადმე წაყვანის სურვილი ნამდვილი საჭიროებაა - რომელიც ბავშვის სხეულს, მის შინაგან მდგომარეობას ამშვიდებს თუ ეს არის სიგნალი - „დამეხმარე, სხვა არ ვიცი, რა მოვიფიქრო". თუ მშობელი ეტყვის - მე გაძლევ პიცას, გაბედნიერებ და შენ ეს არ მოგწონს, ის თვითონაც  ხდება ცუდად. მშობელმა უნდა იფიქროს, რომ არც ბავშვს დაუმატოს სტრესი და არც თვითონ დაიმატოს", - აღნიშნა ნინო მარგველაშვილმა.

წყარო: ,,​იმედის დღე"