Baby Bag

არაფერია იმაზე სასიამოვნო სანახავი, თუ როგორ იცვლება ადამიანების სახე, გამომეტყველება, ხასიათი ვიზიტიდან ვიზიტამდე

არაფერია იმაზე სასიამოვნო სანახავი, თუ როგორ იცვლება ადამიანების სახე, გამომეტყველება, ხასიათი ვიზიტიდან ვიზიტამდე

ფსიქოლოგია პიროვნული ზრდისა და მშვიდი ცხოვრებისთვის მთელ მსოფლიოში არაერთი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს სფერო იმდენად მნიშვნელოვანია ევროპის ბევრ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი სერვისია. რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით?

წელიწადზე მეტია, თბილისში ფუნქციონირებს ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი ​„დიალოგი“. ამ ხნის განმავლობაში ,,დიალოგი“ არაერთი ადამიანისთვის გახდა ისეთი ადგილი, სადაც თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს.

Moms.ge-ს კითხვებს ​,​,დიალოგის’’ ხელმძღვანელმა, ლევან მესხიშვილმა უპასუხა.

ას მოცავს თქვენი სერვისები?

- ​„დიალოგის“ სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ როგორც ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სეანსების მიმართულებით ზრდასრულებისთვის, წყვილებისა და ბავშვებისთვის, ასევე ჯგუფური მიმართულებით, რომელსაც ქართველი სპეციალისტების გარდა, უცხოელი, მოწვეული სპეციალისტები ატარებენ.

- ვის ესაჭიროება თქვენი მომსახურება?

- ჩემი აზრით, ფსიქოლოგის მომსახურება ყველა ადამიანს სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოში ფსიქოლოგთან ვიზიტი ბოლო წერტილია ადამიანებისთვის - როდესაც გამოსავალს ვეღარ პოულობენ და ჩიხში შედიან. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ყალიბდება კულტურა და კლიენტები განსაკუთრებული ჩივილის გარეშე გვსტუმრობენ, რათა თავიანთი ცხოვრება ბევრად გაცნობიერებული, მშვიდი და საინტერესო გახადონ.

- რითი გამოირჩევა ​,,დიალოგი’’ მსგავსი პროფილის დაწესებულებებისგან?

- ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი კლიენტია. სულ ვვითარდებით და ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს ისეთ უნიკალურ მიმართულებებს, როგორიც არის, მაგალითად, „ჰოლოტროპული სუნთქვა“ და რომელსაც მხოლოდ ჩვენი ცენტრის მოწვეული სპეციალისტი, ​ვადიმ ბელკოვი ატარებს. გარდა ამისა, უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციას, თითოეული თანამშრომელი მინიმუმ 10-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებითაა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნებისმიერ კლიენტს ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებას ვუწევთ, რაც მათი სწორი განვითარებისა და სიმშვიდისათვის უმნიშვნელოვანესია. ასევე ხშირად გვაქვს ქალაქგარეთ გასვლით, რამდენიმედღიანი ტრენინგები, რაც ჩვენს სერვისებს მეტად მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

 


- როგორ იცვლება იმ ადამიანების ცხოვრება, ვინც თქვენთან თავისი რთული პრობლემით მოდის?

- არაფერია იმაზე სასიამოვნო სანახავი, როდესაც უყურებ, როგორ იცვლება ვიზიტიდან ვიზიტამდე ადამიანის სახე, გამომეტყველება, ხასიათი. ფსიქოლოგი ეხმარება, გააცნობიეროს საკუთარი ცხოვრება, პრობლემები, ნებისმიერი დაბრკოლება ახალ გამოწვევად აღიქვას, პიროვნულად გაიზარდოს, შეძლოს მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და სწორი, კომფორტული გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოო ჯამში, მისი ცხოვრების ხარისხზე, ბედნიერებასა და პოზიტიურ აზროვნებაზე მკვეთრად აისახება.

- რას ეტყოდით ​Moms.ge-ს მკითხველებს? 

- ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადოს ის უძვირფასესი გამოცდილება, რომელსაც ფსიქოთერაპიაში ჩართვა ჰქვია. თუ ვინმეს არ ჰქონია ჩვენს სფეროსთან შეხება, მათ წინ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი ელოდებათ, რაც, მეორე მხრივ, საკმაოდ რთულიცაა, თუმცა შედეგი ყველაფერს ფარავს. „დიალოგის“ კარი თითოეული ადამიანისთვის სულ ღიაა. განსაკუთრებით მივმართავ თქვენს მკითხველებს, დედებს - მოიყვანონ შვილები, რომ მათ ადრეული ასაკიდან ისწავლონ საკუთარი პრობლემების გაანალიზება და მოგვარება.

თემის აქტუალობიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვმუშაობთ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. მსურველებმა კონსულტაციისთვის მოგვწერონ ჩვენს ​სოციალურ ქსელში ან დაგვირეკონ: 574 12 12 74. ჩვენი მისია ადამიანების დახმარებაა, რათა მათ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.

(R)