Baby Bag

„ბავშვის არცერთ საჩუქარს არ უნდა ჰქონდეს უბრალოდ საჩუქრის სახე“

სადღესასწაულო მოლოდინზე, ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრის არჩევასა და სხვა საინტერესო თემებზე ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე საუბრობს.


შეიძლება დაინტერესდეთ

„წყენა არის დესტრუქციული განცდა, რომელიც ადამიანის პიროვნულ ზრდა-განვითარებას ხელს უშლის,“ - ფსიქოლოგი სოფო მაისურაძე

„წყენა არის დესტრუქციული განცდა, რომელიც ადამიანის პიროვნულ ზრდა-განვითარებას ხელს უშლის,“ - ფსიქოლოგი სოფო მაისურაძე

ფსიქოლოგმა სოფო მაისურაძემ იმ ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრა, რომელსაც წყენა ადამაინებზე ახდენს:

„წყენა არის უსამართლობისა და უსუსურობის ემოცია ადამიანში, რომელსაც თან სდევს დადანაშაულება იმ ადამიანის, რომელმაც გაგვანაწყენა და სიბრალული საკუთარი თავის მიმართ. წყენა საკუთარ თავში საკმაოდ ნეგატიური განცდების მრავალფეროვნებას მოიცავს და არის დესტრუქციული განცდა, რომელიც ადამიანის პიროვნულ ზრდა-განვითარებას ხელს უშლის და აფერხებს, რომ ადამიანმა განიცადოს კმაყოფილება, წარმატება, ჰარმონიულობა და სიხარული.

ძალიან რთულია ადამიანმა წყენის გარეშე იცხოვროს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ხშირად ვაწყდებით წყენის ფაქტებს, მაგრამ თუ შევძლებთ, რომ არ ვიმოქმედოთ სპონტანურად, გავიაზროთ, თუ რა სახის ნეგატიურ ემოციასთან გვაქვს საქმე, დარწმუნებული ვარ შესაძლებელი იქნება წყენის ემოციის შემცირება ან აღმოფხვრა. აუცილებელია, რომ თუ ადამიანი წყენას გრძნობს, ეს გამოხატოს. გამოუტყდეს საკუთარ თავს იმაში, რომ ეწყინა და სხვა ადამიანსაც, ვინც გაანაწყენა, უთხრას: „მე შენზე ნაწყენი ვარ.“ შევეცადოთ გავერკვეთ ურთიერთობებში, თუ რამ გამოიწვია წყენა, რომ არ გართულდეს ურთიერთობები.

თუ ორი ადამიანი ერთმანეთს პატივს სცემს, თუ ძვირფასია მისთვის ეს ადამიანი, უნდა გაითვალისწინოს მეორე ადამიანის ინტერესები, მოთხოვნილებები და ღირებულები, რათა ურთიერთობებში ბზარის შეტანა არ მოხდეს. შევეცადოთ ბავშვებს დავასწავლოთ, რომ გამოვხატოთ ემოციები, როგორც წყენის, ასევე სხვა დადებითი ემოციები,“ - მოცემულ საკითხზე სოფო მაისურაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად