ბავშვების შიშებისა და მასთან გამკლავების გზების შესახებ ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„2 წლამდე ბავშვს რომ ეშინია ინტენსიური ხმებისა და შუქის, ხალხმრავლობის, სპეციფიკური გამღიზიანებლების - ეს ამ ასაკში არის ჩვეულებრივი ამბავი. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვებისთვის ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რაც შეეხება, 2-იდან 6 წლამდე ასაკს, ეს არის წარმოსახვის განვითარების პერიოდი, როცა ბავშვებს მოსწონთ ზღაპრები, მულტფილმები, ამ დროს მათ აქვთ არარეალური შიშები, მაგალითად, მონსტრების, მულტფილმის ან ზღაპრის გმირების, სიბნელის.
ზოგიერთი შემთხვევაში ეს შიშები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ თუ შიშები იქცა იმდენად დამაბრკოლებელ ფაქტორად, რომ ბავშვს სიბნელის კი არა სხვა ოთახში გასვლის შიშიც აქვს, ამ შემთხვევაში შიში არის შედეგი რაღაცების, ანუ შფოთვის და მიზეზი უნდა ვეძებოთ.
როდესაც ბავშვს გარკვეული შიშები აქვს, არ უნდა დასცინოთ მას, განსაკუთრებით ბიჭებს ეუბნებიან - „გოგო ხარ?'' „რა დროს შენი შიშია'', უნდა უთხრათ, მოდი, ერთად შევიდეთ და შევამოწმოთ რა ხდება ოთახში. ყველას გვეშინია რაღაცის და ბავშვი, როდესაც ხედავს, რომ მისთვის ავტორიტეტ ადამიანსაც ეშინია რაღაცის, აღარ რცხვენია. შეიძლება დავახატინოთ ის, რისიც ეშინია. დავხატოთ, დავხიოთ, მერე გადავყაროთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სარკაზმი, დაცინვა, ირონია. ჩვენ თვითონ ვაშინებთ ბავშვებს, როცა მესამე პირი შემოგვყავს - „თუ არ შეჭამ ან თუ არ დაიძინებ, გუდიანი კაცი მოვა, წაგიყვანს'', „პატრულს დავუძახებ'', „მე შენი დედა აღარ ვიქნები'' - კატეგორიულად არ შეიძლება ამ ფრაზების თქმა, ამას სჯობს სცემო ბავშვი. ასეთი სიტყვების თქმა არის უფრო დიდი ტრამვა.''