Baby Bag

,,მე, როგორც ნეიროფსიქოლოგი, არ ვარ მომხრე, 3 წლის ბავშვმა ისწავლოს მეორე ენა...'' - თამარ გაგოშიძე

,,მე, როგორც ნეიროფსიქოლოგი, არ ვარ მომხრე, 3 წლის ბავშვმა ისწავლოს მეორე ენა...''  - თამარ გაგოშიძე
მშობლებისა და მასწავლებლებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს:
  • ბავშვს აუცილებლად უნდა დავუტოვოთ თავისუფალი დრო;
  • 3 წლის ბავშვს არ უნდა ვასწავლოთ უცხო ენა;
  • 2 წლამდე ბავშვი გაჯეტებთან არც ერთ წუთს არ უნდა ატარებდეს ბავშვი, რადგან ეს იწვევს მეტყველების შეფერხებას;
  • ბევრ წრეზე სიარული, რეპეტიტორებთან მომზადება ემოციურად გადაწვავს ბავშვს, დადგება დრო, მას გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება და ინტერესს დაკარგავს.

ამ და სხვა საინტერესო თემაზე ნახეთ ვიდეოდა არ დაგავიწყდეთ!!!



Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

„პირველივე კლასიდან მშობელი ცდილობს, ბავშვს არ ჰქონდეს თავისუფალი დრო - ეს არის ბავშვზე ძა...
„არავინ იფიქროს, რომ მშობლებს რამეს ვაბრალებ. მშობლები დღეს არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში. რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს უზრუნველი მომავალი შეუქმნან, მისცენ განათლ...
,,ბავშვთან კომუნიკაცია არ უნდა ხდებოდეს ტელეფონში ყურების ან სადილის კეთების პარალელურად''...
​ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ბლოგი, რომელიც www.helloblog.ge-ზე გამოქვეყნდა დასაქმებული მშობლების შვილებთან უერთიერთობის თემას ეხება. გთავაზობთ ბლოგიდან ამონარიდს:,,თანამედროვე სამყაროში დ...
,,კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა, ეს ანტიპედაგოგიკაა''...
,,ზაფხული, ეს არის თავისუფლება, ეს არის ადგილისა და გარემოების გამოცვლის პერიოდი. ჩვენ ამას ,,ჰაერზე წაყვანას" ვეძახით. სინამდვილეში, ჰაერი კი არა, სივრცეა მთავარი ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც ქა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ მოგვეთხოვება ბავშვისთვის მეტყველებით გამდიდრებული გარემოს შექმნა,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ჩვენ მოგვეთხოვება ბავშვისთვის მეტყველებით გამდიდრებული გარემოს შექმნა,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, რომ ბავშვის ენობრივი უნარების განვითარებისთვის მას ცოცხალი სამეტყველო გარემო შეუქმნან:

„ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ბავშვებს. ძალიან ბევრი კვლევა ამბობს, რომ ბავშვს სჭირდება ცოცხალი სამეტყველო გარემო, არა გაჯეტური, არამედ ბუნებრივი კომუნიკაცია. ბავშვი ყველას კი არ ბაძავს. მისგან მნიშვნელოვანი ადამიანისგან უფრო მეტს იღებს. ჩვენ მოგვეთხოვება მეტყველებით გამდიდრებული გარემოს შექმნა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ენობრივ კომუნიკაციაში ბავშვთან. მშობლები გვეტყვიან, რომ მათი არაადამიანური დატვირთვის პირობებში, როგორ უნდა ელაპარაკო ბავშვს?! არსებობს ფორმულა, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ეს დაბრკოლება დავძლიოთ. არ არის სავალდებულო ბავშვს მთელი დღე ელაპარაკო. სრულიად საკმარისია ნახევარი საათი ელაპარაკო ბავშვს. ეს შეიძლება იყოს უბრალო დიალოგი. ამაში არ შედის ზღაპრის წაკითხვა და თხრობა. ის ცალკე ისტორიაა. ამაში შედის დიალოგი ბავშვთან. ჩვენ ვცვლით აზრებს. ეს არის აზრების გაცვლა და გაზიარება. ამით ბავშვი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს.“

„ძალიან კარგია ძილის წინ ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვა. ხშირად მშობელი გეუბნება, რომ ბავშვი არ მისმენს, როდესაც ვუკითხავ. არ არის პრობლემა. სურათები დაათვალიერეთ და ისე მოყევით. ის ასე უფრო მოგისმენთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შემეცნებითი განვითარების თვალსაზრისით არის ენობრივი კომპეტენციისთვის სკოლამდელ ასაკში ყურადღების მიქცევა. ბავშვებს სჭირდებათ ასევე ლექსიკური განვითარება, რომ იცოდნენ ზედსართავი სახელები, შედარებითი კონსტრუქციები. ეს სკოლამდე ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

წაიკითხეთ სრულად