მარტივი ფიგურების გადახატვა, რგოლების, ხაზების ხატვა ან ფურცელზე ჯღაბნა, წარმოადგენს სამომავლოდ უფრო რთული უნარების განვითარების წინაპირობას. წრეები და ხაზები არის საბაზისო ელემენტები, რომელთა დახმარებით ბავშვი ისწავლის ასოების და ციფრების წერას, შემოქმედებითი ნახატების შექმნას. ეს უნარი ბავშვს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მაგალითად, თითების მიზანმიმართულ მოძრაობას ფანქრის გადაადგილების მიზნით, მოჰყვება შედეგი - ნაჯღაბნი ქაღალდზე. სწორედ ასეთი მარტივი დეტალები არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის.
მშობლებს გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას, რომელთა შესრულებით შვილებს სტიმულს მისცემთ, რომ აღნიშნული თავადაც გააკეთონ:
თითით დახატეთ სხვადასხვა ფიგურა - წრე, ჯვარი, სამკუთხედი დახატეთ მტვრიან ზედაპირზე, სილაში ან ფურცელზე საღებავით - ხატეთ წყლით, ტროტუარზე ან ეზოში. გაავლეთ ხაზები ან მოხაზეთ წრე
- გააკარით კედელზე დიდი ზომის სუფთა ფურცელი და მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ ზედ ხატოს
- გამოფინეთ ბავშვის ნამუშევრები, რათა წაახალისოთ შემდგომი აქტივობები
- გამოიყენეთ საპნის ფანქრები და ხატეთ აბაზანაში სხვადასხვა ფიგურა
ჰაერში თითით მოხაზეთ და დაასახელეთ მოხაზული ფიგურა - მიუთითეთ და დაასახელეთ სხვადასხვა ფორმა, რასთანაც აქვს ბავშვს შეხება. მაგ: ბორბალი მრგვალია, წრეა. ფანჯარა ოთხკუთხედია პიცის ნაჭერი სამკუთხედია და ა.შ.
- როდესაც თქვენ მოგიწევთ წერა, ბავშვსაც მიეცით ფურცელი და კალამი. წაახალისეთ, რომ მოგბაძოთ
- ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ბავშვს შესთავაზებთ, მოარგეთ თქვენს ყოველდღიურ საქმიამობას.
თუ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გექნებათ, კომენტარებში მოგვწერეთ და ფსიქოლოგი თავად გიპასუხებთ.
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა არ სურს? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები Mom...
მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ფსიქოლოგის რეკომენდაციები. ყოველ ხუთშაბათს გაეცანით ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის, მარი ჯოხარიძის რჩევებს, მოგვწერე...
