„მე სამ ეტაპს გამოვყოფ. პირველი არის მორჩილების ეტაპი. მორჩილება ნიშნავს, რომ ჩემთვის მორალი განისაზღვრება გარედან. ვიღაცის წესი არის მორალი, შეიძლება დედაჩემის, მამაჩემის, მეზობლის, მასწავლებლის, უბანში ქურდების, არ აქვს მნიშვნელობა ვისი. ვიღაც გარეგანი განსაზღვრავს იმას , პომიდორი ვჭამო თუ არ ვჭამო. მეორე მომენტი არის ის, რომ გარედან მოსული ცნებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. შეიძლება დედაჩემა ერთი მითხრას, მამაჩემმა მეორე, რომელია სწორი? როგორ უნდა გადავწყვიტო, რომელია სწორი? ისინი დავატაკო ერთმანეთს და რომელიც მოიგებს ის, თუ ამის მიღმა მე შემიძლია თვითონ მივიღო გადაწყვეტილება. აქ ორი მომენტია. ერთი, რომ მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას თვითნებურად, „თავი დამანებეთ“ პრინციპით, თინეიჯერულად, შემდეგ უკვე მე ჩემს თვითნებობასაც შევხედავ სხვანაირად და მივხვდები, რომ არც ეს არის თავისუფალი წერტილი და გავალ აქედან. ალუდა როგორც ამბობს, რომ თემიც მართალია, მაგრამ ის გადის თემიდან. ეს არის შეგნების ეტაპი.“
ანდრო დგებუაძის თქმით, თავისუფლების ეტაპზე ადამიანები საკუთარი სურვილის კარნახით მოქმედებენ:
„თავისუფლება ნიშნავს, რომ მე სრულად უარს ვამბობ გარე წესზე, მე, როგორც მინდა ისე ვივლი, რასაც მინდა, იმას ჩავიცვამ, სადაც მინდა, იქ წავალ. შემიძლია თვითონ განვსაზღვრო, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, თითქოს ამის ნერვი გამაჩნია, მაგრამ ამ ნერვს კარგად ვერ ვუსმენ. მე მგონია, რომ თავისუფლება ნიშნავს, რომ მაქვს ის, რაც მინდა, რომ მქონდეს. ეს სერიოზული პროტესტის პერიოდია, როდესაც შენ ყველაფერს აპროტესტებ. საბოლოო ჯამში მიდიხარ იქამდე, რომ შენს მინდას ეპროტესტები და მერე მოდის შეგნება.“
ანდრო დგებუაძე აღნიშნავს, რომ ადამიანის ბუნებაზე ბევრ რამეს გვეუბნება ცნობილი მარშმელოუს ტესტი:
„არსებობს ცნობილი მარშმელოუს ტესტი. პატარა ბავშვებს წინ ნამცხვარს უდებენ და ეუბნებიან, რომ ათი წუთი თუ არ შეჭამს, მეორე ნამცხვარს მისცემენ. თუ შეჭამს, ესეც არ არის პრობლემა. ბავშვების ნაწილი ჭამს, ნაწილი - არა. ვინც მოითმენს, იმას შემდეგ ცხოვრება მისდის გაცილებით კარგად. ასეთ ადამიანს საკუთარ თავთან და სინდისთან საუბარი გამოსდის ადვილად. თითქოს ეს მომენტი ადრეულ ბავშვობაშიც სჩანს. ზოგჯერ ადამიანი მეტამორფოზას განიცდის, რაღაც შეემთხვევა, ჩაუღრმავდება თავის თავს და ამას ცხოვრების მეორე ან მესამე ეტაპზე გამოიჭერს. ვერ ვიტყვით, როდის მოდის სინდისის ქენჯნა, რომელ ასაკში. მინახავს უსინდისო ადამიანები სიკვდილის პირას რომ არიან მისულები, ღრმა ასაკში.“
„სინდისი არის „მაზალო“ არსება, რეალურად არაფერს ამბობს, ქართული ენაც არ იცის, სიტყვები არ აქვს. სულ ერთ რამეს ჩაგვჩურჩულებს, რომ რასაც ვუყურებთ, ისიც ჩვენ ვართ. კატას რომ აწვალებს ვიღაც, ის კატა შენ ხარ. იმ კაცს რომ დააკვირდე, რომელიც კატას აწვალებს, ის კაციც შენ ხარ. ეს არის სინთეზური წერტილი, საიდანაც დაჰყურებ ყველაფერს,“ - აღნიშნავს ანდრო დგებუაძე.
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები