უნარი, რომ ბავშვმა შეძლოს ახალი,
ხშირად ჩართეთ ბავშვი ინტერაქტიულ თამაშებში. ერთად დაუკარით ხოლმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. თუ არ გაქვთ მუსიკალური ინსტრუმენტი, შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გამოიყენოთ, მაგალითად, მაგიდა, სკამი და ა.შ. ერთად ააშენეთ ხოლმე კოშკები კუბიკებით. მონაცვლეობით დადეთ კუბიკები კოშკზე. რა თქმა უნდა, ნებისმერი მოქმედება, რასაც თქვენ გააკეთებთ, ძალიან კარგად უნდა ნახოს ბავშვმა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოგბაძოთ. როდესაც ბავშვი თქვენს სახეს აკვირდება, ცვალეთ ხოლმე გამომეტყველება, მიმიკები და დააკვირდით, ცდილობს თუ არა ბავშვი იმავეს გამეორებას. როდესაც სარკესთან ხართ, ეცადეთ ხოლმე, სხვადასხვა სახალისო მოქმედება გააკეთოთ. მაგალითად, სცადოთ, რომ ენით შეეხოთ ცხვირის წვერს ან თავზე დაიდოთ რაიმე საგანი. წაახალისეთ ბავშვი, რომ მანაც იგივე გაიმეოროს. დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ახალი მოქმდების გამეორების მცდელობისას შეაქეთ ბავშვი და გაამხნევეთ თქვენი სიტყვიერი შეძახილებით.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები