Baby Bag

„ლოკდაუნის დროს განსაკუთრებით მძიმე დღეში ჩაცვივდნენ ქალები,“ - ფსიქიატრი მანანა შარაშიძე

ფსიქიატრი მანანა შარაშიძე კოვიდ-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში ჩაკეტვა აუცილებელია, თუმცა შეზღუდვები უნდა იყოს მიზნობრივი. მანანა შარაშიძე აღნიშნავს, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური დეპრესია ​ფსიქიკურ დეპრესიასაც იწვევს:

“კოვიდ-19 იწვევს ეკონომიკურ დეპრესიას, რაც თავის მხრივ იწვევს ფსიქიკურ დეპრესიას. მოიმატებს სუიციდების რიცხვი. ქვეყანას არ აქვს სუიციდის პრევენციის პროგრამა. ფისიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გასაძლიერებელია. ახლა ჩვენ ყველას გვჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება.“

მანანა შარაშიძე აცხადებს, რომ ლოკდაუნის დროს განსაკუთრებით მძიმე სტრესის ქვეშ ქალბატონები იმყოფებიან, რადგან მათ სამსახურისა და ოჯახის საქმეების შეთავსება უხდებათ. ფსიქიატრი ყურადღებას ამახვილებს პანდემიის დროს ​ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე. ის მშობლებს მოუწოდებს, პატარებს ინფორმაცია მათი ასაკის გათვალისწინებით მიაწოდონ.

მანანა შარაშიძის თქმით, ​შფოთვა და შიში საფრთხეზე ნორმალური რეაქციაა, თუმცა ზომიერების დაცვა უნდა შეგვეძლოს. ფსიქიატრის მტკიცებით, ის ადამიანებიც კი, რომლებიც კორონავირუსის არსებობას უარყოფენ, ასე შიშის გამო იქცევიან და მისგან გაქცევას ცდილობენ.

„ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვირუსი არ არსებობს, ეშინიათ. ზოგიერთს ძალიან ეშინია. კონსპირაციის თეორიებში წასვლა არის თავდაცვა,“ - აცხადებს მანანა შარაშიძე.

წყარო: ​დილა ფორმულაზე


არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობის განვითარების მაღალი რისკი აქვთ...
​​მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგებიან. ამ კუთხით ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევამოწმოთ, უსაფრთხოდ მგზავრობს თუ არა ბავშვი 0-13 კგ სამგზავრო სავარძელში

როგორ შევამოწმოთ, უსაფრთხოდ მგზავრობს თუ არა ბავშვი 0-13 კგ სამგზავრო სავარძელში

ინსტრუქცია, როგორ შეამოწმოთ უსაფრთხოდ მგზავრობს თუ არა ბავშვი 0-13 კგ სამგზავრო სავარძელში. თითოეული წესი არის უსაფრთხოების ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი, რომელთა გარეშე ბავშვი უსაფრთხოდ ვერ იმგზავრებს, ამიტომ აუცილებელია თითოეული პუნქტი მკაცრად იყოს შემოწმებული.

წაიკითხეთ სრულად