„ურთიერთობები მაშინ ხდება ხოლმე ბედნიერების მომტანი, როდესაც ამოვდივართ მიწიერი სურვილებიდან. მე გამიმართლა, მგონია, რომ ეს შევძელი. თამრიკოში იმითაც აღფრთოვანებული ვარ, რომ ძალიან მაგრად მავარჯიშებს. ეს ძალიან განმავითარებელი ვარჯიშია. ორი „მე და სხვა არაფერი“ დაანგრევს, ცხადია, ურთიერთობებს. რაც უფრო ძლიერია ეს ეგოები, მით უფრო დაანგრევენ ერთმანეთს. სადაც ეგო დამიპატარავდა, იქ ურთიერთობებიც გამოსწორდა ყველასთან, იქ ბედნიერების განცდაც მეტია. იქ უფრო კარგია ცხოვრება.“
პაატა ამონაშვილის თქმით, შეუძლებელია მარტოსული ადამიანი იყოს ბედნიერი:
„ბედნიერება მარტოსულობაში არ ხდება. ვერანაირი რობინზონ კრუზო ვერასდროს იქნება ბედნიერი. ის მაშინ გაბედნიერდა, როდესაც პარასკევა გამოეცხადა. მას ვიღაც გაუჩნდა საურთიერთოდ. ურთიერთობებში ყველას უნდა, რომ ბედნიერება იპოვოს. მე შემიძლია დავჯდე და ვთქვა, მე რომ ბედნიერი ვიყო, თქვენ რამე უნდა ქნათ. მიდით, რამე ქენით, ან საჩუქარი მომიტანეთ, ან გამამხიარულეთ. მაშინ მე ვიფიქრებ გავხდე თუ არა ამით ბედნიერი, ზოგჯერ გამოგივათ, ზოგჯერ არა. ეს დამღუპველი ბედნიერების გზაა.“
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის თავისებურებებზე საუბრობს პაატა ამონაშვილის მეუღლე თამარ სხვიტარიძეც. ქალბატონი თამარის თქმით, ქალი ყოველთვის მამაკაცის შეცვლაზე ფიქრობს, მამაკაცი კი ოცნებობს, რომ ქალი არასდროს შეიცვალოს:
„ქალს ყოველთვის ჰგონია, რომ უნდა შეცვალოს მამაკაცი. კაცი პირიქით არის, ყოველთვის ჰგონია, რომ ქალი უნდა დარჩეს მიუწვდომელი, ლამაზი, შეუხებელი არსება. უცებ აღმოჩნდება, რომ ყოველდღიურობაში ეს ქალი საერთოდ სხვანაირია. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეგო არ აქვს. რაღაცნაირად პატივი უნდა ვცეთ სხვის ეგოსაც და საკუთარ ეგოსაც.“
„ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ უნდა ანგრევდეს, უნდა ავითარებდეს ერთმანეთს. მარტო ჩვენი თავის შეცვლა შეგვიძლია, სხვისი არავისი. როდესაც წინააღმდეგობა მოდის, მე სულ ჩემს თავზე ვმუშაობ. ძალიან გვეძვირფასებოდა ერთად გატარებული ყოველი წუთი. კუს ტბაზე წრეებს ვარტყამდით. ახლა დუშეთში ჩამოვედით და აქ ვარტყამთ წრეებს, კარგი ტრადიცია გვაქვს,“ - აცხადებს თამარ სხვიტარიძე.
წყარო: დილა უქმეებზე
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები