Baby Bag

როდის შეიძლება ბავშვის ტირილის იგნორირება და როდის არა...

როდის შეიძლება ბავშვის ტირილის იგნორირება და როდის არა...

„საკუთარი და ბავშვის ემოციების მართვა“ - აღნიშნულ თემაზე ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე „აზროვნების აკადემიის“ პროექტ „სალონური საუბრების” ფარგლებში საუბრობს. 

მისი თქმით, „ყველა დედამ იცის, რომ როდესაც ბავშვი ტირის, მას იგნორირებას ვერ გაუკეთებ. როდესაც მას შია, ან დაიღალა, მაშინ ტირილს იგნორირებას ვერ გაუკეთებ. მხარი უნდა დაუჭირო მას, ხოლო როდესაც კანფეტს ითხოვს, იგნორი უნდა გაუკეთო. ამიტომ მშობლისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ჩახედვა, საკუთარი ისტორიის გახსენება. აი, შენ მსგავს სიტუაციაში რას გრძნობდი. ამ მშობელსაც ვერ გაუგია, მშობელიც უნდა იყოს, ცოლი ან ქმარიც უნდა იყოს, კარგი კოლეგაც უნდა იყოს დ იმუშაოს, თორემ სამსახურიდან გამოაგდებენ. ამ დროს ის ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. მე რომ მკითხოთ, დღევანდელი მშობლობა გმირობაა. ამიტომ პირველ რიგში ემოციური ვენტილაცია მშობელს სჭირდება...“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)