ბავშვზე ფიზიკური ძალადობა ხშირად ლოყაზე ხელის მსუბუქად წამორტყმით იწყება. მშობლები აცნობიერებენ, რომ დასჯის აღნიშნული მეთოდი ეფექტიანი არ არის და ისინი ამჯობინებენ ბავშვს უფრო მკაცრად მოექცნენ. მიუხედავად ამისა, მშობლები ბავშვისგან სასურველი ქცევის მიღებას მაინც ვერ ახერხებენ, რასაც ისინი ხშირად ძალადობის მძიმე ფორმებამდე მიჰყავს.
ბავშვები, რომლებსაც ფიზიკურად სჯიან, მოძალადეებად იზრდებიან. ისინი მომავალში საკუთარ შვილებსა და პარტნიორებზე აღმართავენ ხელს. თუ დედა ან მამა კონფლიქტის მოსაგვარებლად ფიზიკურ ძალადობას მიმართავს, ბავშვი ამას აუცილებლად გაიმეორებს.
ბავშვების მთავარ დასაყრდენს მშობლები წარმოადგენენ. თქვენმა მეუღლემ თქვენზე ხელი რომ აღმართოს, იფიქრებთ, რომ მას უყვარხართ? ბავშვებს მშობლის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის შემდეგ ეჭვები უჩნდებათ. ისინი ფიქრობენ, რომ მშობლებისგან სიყვარულს ვერ გრძნობენ. ბავშვებს დეპრესია უვითარდებათ, ისინი უსიყვარულობის გამო იტანჯებიან და სოციალიზაცია უჭირთ.
ძალადობის ხშირი გამოვლენა ბავშვს უდიდესი სტრესის ქვეშ ამყოფებს, რაც მას იმუნიტეტს უქვეითებს. თუ ბავშვზე ფიზიკურად ხშირად ძალადობენ, ის ბევრს ავადმყოფობს და თავს სუსტად გრძნობს.
დისციპლინის ალტერნატიული მეთოდები
ვიდრე საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავთ, დაფიქრდით, რამდენად შეუძლია ბავშვს თავისი ასაკიდან გამომდინარე სწორად აღიქვას თქვენი მოთხოვნები. დარწმუნდით, რომ მას კარგი და ცუდი ქცევის ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლია. როდესაც თქვენს შვილს ეუბნებით: „შენს დას არ დაარტყა,“ უნდა იცოდეთ, რომ მან იცის დარტყმის ნეგატიური მნიშვნელობის შესახებ. აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რატომ არის ესა თუ ის ქცევა ცუდი ან კარგი.
ბავშვი საკუთარ თავზე კონტროლს თუ კარგავს, თქვენი ნეგატიური რეაქცია მასზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. ნაცვლად ამისა, ბავშვის მიმართ მშვიდი დამოკიდებულება შეინარჩუნეთ, მას თვალებში ჩახედეთ და მშვიდად ესაუბრეთ.
ბავშვი ისტერიკას თუ მოაწყობს, მას აუხსენით, რომ მისი ქცევა მიუღებელია. შემდეგ ოთახის მყუდრო სივრცეში წაიყვანეთ და სკამზე დასვით. ბავშვს უთხარით, რომ ის თამაშს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც დამშვიდდება. ორი წუთი მოიცადეთ. თუ ბავშვი ტირილს და ყვირილს არ შეწყვეტს, ტაიმ-აუტი კიდევ ორი წუთით გააგრძელეთ. ასე მანამ მოიქეცით, ვიდრე ბავშვი არ დამშვიდდება.
თქვენი შვილები თუ არ გიჯერებენ, მათ შეცდომის დაშვების საშუალება მიეცით (თუ ეს მათთვის რისკის შემცველი არ არის). ბავშვები საკუთარ შეცდომაზე ისწავლიან. არასდროს უთხრათ მათ: „ხომ გაფრთხილებდით!“ ბავშვები ამის გარეშეც მიხვდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს.
მომზადებულია Brightside.me-ს მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები