„არას უნდა ჰქონდეს თავისი წონა. რატომ ამბობ, რატომ არ ეთანხმები? იქნებ სწორს ამბობს და კარგ რაღაცას გეუბნება?! მსჯელობა ხომ ამას გულისხმობს სიტუაციურად. ბავშვთან, მეუღლესთან ურთიერთობაში უფრო გიჭირს „არას“ თქმა. იქ ფაქიზი გრძნობებიც შემოდის. ზოგჯერ ჩვენი ზედმეტი თავაზიანობით, შეიძლება დათვური სამსახური გავუწიოთ ჩვენს შვილს. მერე სხვა გადასახედიდან რომ შეხედავთ, იფიქრებთ: „სჯობდა იმ წამს „არა“ მეთქვა.“
მაკო ჯაოშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვთან საუკეთესო ურთიერთობისთვის მას, როგორც მოზრდილს უნდა ვესაუბროთ:
„ბავშვისთვის ახსნას ერთი საათი არ უნდა დაუთმოთ. პირველივე ახსნაზე დაუკვირდით, რამდენად მისაღებია. ფსიქოლოგიურად სამი მოცემულობაა ჩვენში: ბავშვი, მშობელი და მოზრდილი. ყველაზე საუკეთესო ურთიერთობაა, როდესაც ბავშვს ვესაუბრებით, როგორც მოზრდილი მოზრდილს. მე ჩემს შვილიშვილს, როგორც მოზრდილს ვეკითხები, რატომ მეწინააღმდეგება. მაგ. არ უნდა ბავშვს რაღაცის ჭამა ან ჩაცმა. ვეკითხები, რატომ არ უნდა, რატომ ურჩევნია, რომ სხვა რამ ჩაიცვას. თუ ჩემთვისაც გასაგებია ეს, რატომ უნდა ვაიძულო, რომ ჭამოს ან ჩაიცვას ის, რაც მე მინდა?! თუ ის გვიხსნის, მოდი, გაგებით მოვეკიდოთ. ბავშვები უფრო რეალისტულები, გულწრფელები არიან ურთიერთობაში. მერე იცვითება ეს ურთიერთობები. ბევრი წინააღმდეგობის შედეგად ბავშვსაც მსხვერპლის სინდრომი უყალიბდება. ის იძულებით მიდის რაღაც დათმობებზე.“
მაკო ჯაოშვილის თქმით, ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაკლი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაა:
„ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაკლი, ჩემი აზრით, არის ის, რომ პასუხისმგებლობის აღება უჭირს საზოგადოებას. როდესაც „არას" ამბობ, შენ პასუხისმგებელი უნდა იყო იმ არაზე, როდესაც ეთანხმები, პასუხისმგებელი უნდა იყო თანხმობაზე. ბავშვებსაც უნდა ჩამოვუყალიბოთ პატარაობიდანვე ეს. პირველი ეტაპი თავის თავის შეცნობის სწორედ მაშინ ხდება. შეწინააღმდეგება არის ის, რომ დაგიმტკიცოს: „მე მე ვარ!“ ამიტომ გეწინააღმდეგება. ძალიან კარგად მოქმედებს ყურადღების გადატანაც.“
„თუ თქვენი მშობელი თქვენს საწინააღმდეგოს ეუბნება ბავშვს, მოგვიანებით უთხარით: „მაშინ მე რომ დაგეთანხმე, სინამდვილეში უარის თქმა მინდოდა.“ ჩაიზე დასხედით თქვენს მშობლებთან ერთად და ისაუბრეთ. ყველაზე მთავარი არის, რომ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ღირებულებები და ღირებულებებისადმი ვიყოთ ბოლომდე ერთგული. თუ რამე წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ღირებულებებთან, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უარი უნდა ვთქვათ,“ - აღნიშნულ თემაზე მაკო ჯაოშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ საუბრობს.
წყარო: „სხვა შუადღე“
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები