ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„პატარა კვანძი შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი, ამიტომ მას სახელი უნდა დავარქვათ,“ - თამარ ჩარკვიანი
ექიმმა-რადიოლოგმა თამარ ჩარკვიანმა მკერდის არეში კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში კვლევების ჩატარების საჭიროებაზე ისაუბრა:
„პატარა კვანძს სახელი უნდა დავარქვათ. ნებისმიერ სკრინინგულ პროგრამაში გამოკვლევა გულისხმობს ამ პატარა კვანძის გამოვლენას და აუცილებლად მის სახელდებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა კვანძი შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი. კვანძის ზომა ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების განვითარებისა და მკურნალობის ეფექტიანობისთვის. ზომა არ არის გადამწყვეტი მისი ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი ხასიათისთვის.“
თამარ ჩარკვიანის თქმით, როდესაც ქალბატონს კეთილთვისებიან კვანძს აღმოუჩენენ ის სკრინინგულ რეჟიმში გადადის:
„კეთილთვისებიანის შემთხვევაში ჩვეულებრივ გადადის ის სკრინინგულ რეჟიმში. პირველად ნანახი კეთილთვისებიანი მცირე დაზიანება, მხოლოდ იმისთვის რომ დავრწმუნდეთ, სკრინინგის მონიტორინგში არის ექვსთვიანი ვადა. თუ არის საეჭვო, მაშინ გაკეთდება ბიოფსია. ქსოვილის ან უჯრედების შესწავლის გზით დავადგენ ეს რას წარმოადგენს. თუ არის ავთვისებიანი დაზიანება, ამ შემთხვევაში ის მიმართავს სპეციალიზირებულ კლინიკას.“
„რამეს ხომ არ ვუზიანებთ პაციენტს ამ ექვსთვიანი პერიოდით? თუ ექვს თვეში გავუკეთეთ კიდევ ერთი მამოგრაფია, ეს არ ნიშნავს, რომ კიდევ ექვს თვეშიც გავუკეთებთ. ამ დროს ჩვენ ორგანიზმს ზიანს არ ვაყენებთ. ეს ყველაფერი გამოთვლილია, არის შესაბამისი, მისაღები დოზის. თანამედროვე მამოგრამები საშუალებას იძლევა, რომ მინიმალური დასხივებით მიღებული იქნეს მაქსიმალურად ნათელი გამოსახულება,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)-qe-