ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვი კონდიციონერთან უნდა იყოს მაქსიმუმ ოთხი საათის განმავლობაში,“ - ინფექციონისტი მაია ქაჩლიშვილი
ინფექციონისტმა მაია ქაჩლიშვილმა ბავშვებთან კონდიციონერის გამოყენების წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კონდიციონერის გამოყენება ბავშვთან საჭიროა, თუ გარემო ტემპერატურა 35 გრადუსზე მაღალია, ბავშვი არ ჭამს და არ იძინებს:
„თუ გარემო ტემპერატურა არის 35 გრადუსზე მაღალი, ბავშვი არც ჭამს, არც იძინებს, აქედან გამომდინარე ზაფხულში კონდიციონერის არსებობა აუცილებელი ფაქტორია. მე ძალიან ხშირად მიხდება ბრძოლა და ახსნა-განმარტება პაციენტის მშობელთან, რომ კონდიციონერი უნდა ჩართოს. ჩვილი ბავშვები რომ იბადებიან, ახალშობილები, ისინიც იმყოფებიან იმ გარემოში.“
მაია ქაჩლიშვილის თქმით, როდესაც ბავშვს სძინავს, კონდიციონერის გამოყენება რეკომენდებული არ არის:
„გარემო ტემპერატურა როდესაც არის 35 გრადუსზე მეტი, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ კონდიციონერი. შიდა სივრცეში ტემპერატურა უნდა იყოს 22-დან 24 გრადუსამდე. ძილის პერიოდში ბავშვთა ასაკში კონდიციონერის გამოყენება არ არის რეკომენდებული. იმ გარემოში, სადაც კონდიციონერი დგას, ბავშვი უნდა იყოს სამი მეტრის დაშორებით. კონდიციონერის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას უნდა ჰქონდეს ჰაერის და ტემპერატურის მარეგულირებელი. რაც უფრო მაღალი ხარისხის არის კონდიციონერი, მით მეტად უსაფრთხოა.“
„გამოშრობის საპროფილაქტიკოდ უნდა ვსვათ ბევრი წყალი კონდიციონერის ქვეშ. ბავშვი კონდიციონერთან უნდა იყოს მაქსიმუმ ოთხი საათის განმავლობაში. გარდა სარგებლისა, კონდიციონერს აქვს ძალიან მავნე გვერდითი მოვლენები. შიგნითა და გარეთა ტემპერატურას შორის სხვაობა უნდა იყოს ყველაზე ცოტა ოთხი გრადუსი. არ არის სასარგებლო ის, რომ ძალიან ციოდეს ოთახში და გარეთ მაღალი ტემპერატურა იყოს. ამ ტემპერატურის ცვლილებას ადამიანის ორგანიზმი ძალიან ცუდად იტანს. გადაციების ფაქტორი არის ძალიან ცუდი. სანამ სეზონი დაიწყება კონდიციონერი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. მას აქვს ფილტრები და რომ ნახოთ ეს ფიტლრები რა საშინელ რაღაცებს შეიცავს, ის ან გამდინარე წყლით უნდა გაირეცხოს, ან მტვერსასრუტის საშუალებით გაიწმინდოს. როდესაც კონდიციონერში გროვდება ჭუჭყი, იქ მრავლდება ბაქტერიები, პარაზიტები, სოკო,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ქაჩლიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.