ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვებში ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია რძე და თაფლი, ეს ხველასაც უხდება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ომიკრონის ყველაზე ხშირი სიმპტომებისა და მათი მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრა:
„პრაქტიკულად ვერცერთი ცხვირის წვეთი ვერ აგვარებს ცხვირის გაჭედვის პრობლემას. მშობლები ცდილობენ ეს პრობლემა რაღაცნაირად მოუგვარონ ბავშვს, იმიტომ, რომ ის დისკომფორტს განიცდის. მშობლები თვითნებურად იყენებენ ცხვირის წვეთებს, რაც დაუშვებელია, იმიტომ, რომ ცხვირი არის ბავშვისთვის შოკური ორგანო. ცხვირი ძალიან ახლოა ჰემატოენცეფალურ ბარიერთან. ცხვირში ჩაწვეთებულმა ნებისმიერმა წამალმა შეიძლება გაიაროს ჰემატოენცეფალური ბარიერი. ამ დროს სისხლძარღვების შევიწროვება ხდება არამხოლოდ ცხვირში, არამედ ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შედეგად თავის ტვინშიც და შეიძლება ბავშვს განუვითარდეს კოლოპტოიდური მდგომარეობა. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიყოთ ამ დროს. ერთადერთი საშუალება, რაც ამ დროს შეიძლება, ეს არის ფიზიოლოგიური ხსნარი.“
„კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც გამოკვეთილია ომიკრონის დროს, ეს არის ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ცალ მხარეს ჩაფხაჭვნის შეგრძნება. ძალიან პატარებს უჭირთ ყლაპვა, ჩვილებს პირიდან ეღვრებათ საკვები. ცოტა მოზრდილი ბავშვები აღნიშნავენ საშინელ თავის ტკივილს, წელის, ზურგის და ხერხემლის ტკივილს. ჩვენი ფარმაცევტული ბაზარი ძალიან მდიდარია სხვადასხვა სპრეებით, სხვადასხვა საწუწნი აბებით, რომლებსაც მშობლები ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად დაუდევრად იყენებენ. ეს სპრეები ძალიან ხშირად შეიცავს ლიდოკაინს, რომელიც ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, შეიძლება ბავშვისთვის გახდეს ერთ-ერთი ალერგიული ტრიგერი. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება ანაფილაქსიური რეაქცია ან კვინკეს შეშუპებაც კი გამოვიწვიოთ. ამ დროს სჯობს ხალხური მეთოდების გამოყენება. ყველაზე უფრო კარგია ასეთ დროს სოდიანი და მარილიანი წყლის სავლები. ძალიან პატარა ბავშვებში, ჩვილებში, ვეცადოთ ხშირად ვაწოვოთ ბავშვს. ამ დროს ხდება კუნთების გავარჯიშება და შეიძლება, ტკივილი შევუმსუბუქოთ ბავშვებს. ძალიან კარგია რძე და თაფლი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცხელ რძეში თაფლის ჩასხმა. რძე და თაფლი ხველასაც უხდება. ეს სიმპტომები სამი დღის განმავლობაში არის და შემდეგ ხდება ამ სიმპტომების უკუგანვითარება,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.