ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სხვები რას იტყვიან, „განქორწინებული ქალია...“ ახლა ეს ნელ-ნელა გადადის და ეს კარგია - ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე
ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ საქართველოში განქორწინების რიცხვის ზრდის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ქალების თვითშეგნების ზრდასთანაც არის კავშირში:
„განქორწინების რიცხვის გაზრდას მე დავაკავშირებდი ქალების თვითშეგნების ზრდასთან. თუ ადრე იყო, რომ ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ, ვცემ, არსად არ გავუშვებ, ეს ნელ-ნელა გადადის. თუ ადრე ოჯახის შენარჩუნება ქალისთვის იყო უმაღლესი ღირებულება, სხვები რას იტყვიან, „განქორწინებული ქალია“ და ა.შ. ახლა ეს ნელ-ნელა გადადის და ეს კარგია.“
გაგა ნიჟარაძის თქმით, ქართველი მამაკაცები, როგორც ჩანს, მზად არიან ქალების თვითშეგნების ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის:
„ამასვე ვუკავშირებ, სხვათა შორის, ბოლო წლებში გაზრდილი შიდა ოჯახური მკვლელობების რიცხვს. როგორც ეტყობა, ქართველი მამაკაცები ჯერ არ არიან ამისთვის მზად. ცოლი სადღაც წავიდა სტუმრად და გვიან დაბრუნდა, ამას სერიოზული შედეგები მოაქვს. თუ ეს არ დამთავრდა სისხლისღვრით, უკვე ქალი თვითონ გამოდის განქორწინების ინიციატორად. ის, რომ სოციალური დისტანცია მცირდება ქალსა და კაცს შორის, მთელს მსოფლიოში ასეა და ჩვენთანაც ეს ტენდენციაა.“
„ადამიანმა თავის მეუღლეში უნდა ჰპოვოს სიყვარულისა და თავისი ინტერესების დაკმაყოფილება. არის ინტელექტუალური მოთხოვნილებები, ურთიერთობაში იუმორი, სექსი. თუ ადამიანმა ამაში რამე დეფიციტი ნახა, ის ცდილობს, რომ ეს დეფიციტი შეივსოს სადღაც გარეთ. ეს შეიძლება იყოს ის, რომ სახლში არ შემოდის და სულ მეგობრებთან არის. იდეალი ძნელი საპოვნელია მოგეხსენებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე გაგა ნიჟარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კაცების დრო“ ისაუბრა.