ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,მოზარდის გარდატეხის ასაკი არის ოჯახური კრიზისი" - ლალი ბადრიძე
რას ნიშნავს მოზარდისთვის გარდატეხის ასაკი და როგორ უნდა მოიქცს მშობელი მართებულად - ამის შესახებ ლალი ბადრიძემ ,,იმედის დღის" ეთერში ისაუბრა და გარდატეხის ასაკის სირთულეებს გაუსვა ხაზი.
,,გარდატეხის ასაკის კრიზისი - კრიზისი ნიშნავს ზრდას, წინ წასვლას, განვითარებას. ამის გარეშე ბავშვი ვერ განვითარდება. ჩემი აზრით, ზოგადად, ეს პერიოდი არის ოჯახური კრიზისი და არამარტო ბავშვის. 9-10-11 წლის ასაკში, ძირითადად, შვილები უჯერებენ საკუთარ მშობლებს, სულ მალე კი ისინი აღმოაჩენენ - როგორ ბავშვი აღარ უჯერებს. ამ დროს მშობელს აქვს ძალიან დიდი პროტესტი - ფაქტობრივად, მისი შვილი სხვა ადამიანია.
მშობელმა ამ დროს რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. პირველი გახლავთ მიუღებლობა. შემდგომ ის ფიქრობს - რამე ხომ არ დავაკელი? ჩემში ხომ არ არის პრობლემა? შემდეგ მას უჩნდება აგრესიაც - როგორ ვერ ვაგებინებ, რასაც ვეუბნები? რატომ არ სწავლობს? მობილურს რატომ არ პასუხობს? და ა.შ. ამასთან, მშობლები იწყებენ საკუთარი თავის დადანაშაულებას. შემდეგ ის უკვე, ნელ-ნელა, იწყებს ამ ყველაფრის მიღებას. მშობლებს სჭირდებათ, რომ ამ სიტუაციას სხვანაირად შეხედონ - მისი შვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც იყო, არამედ გახლავთ სულ სხვა ადამიანი. როდესაც ბავშვი მოზარდობის ასაკშია, მასში არის ორი ადამიანი - ერთი არის გაზრდილი, პიროვნება - ამ დროს ის აყალიბებს საკუთარ გარემოს. ურთიერთობებს, ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, მეორე მხრივ კი ის არის პატარა ბავშვი.
მოზარდს უნდა დავაცადოთ, რომ ჩამოყალიბდეს ადამიანად, პიროვნებად. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ მას სრული თავისუფლება უნდა მივანიჭოთ - რაც მეტი თავისუფლებაა, მით მეტი მოვალეობა უნდა ჰქონდეს", - განმარტავს ლალი ბადრიძე.