,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბავშვების ეს ორი ჯგუფი მრავალი შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ არის - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი
ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა მშობლის მხრიდან ბავშვზე ჰიპერმზრუნველობის მავნე შედეგებზე ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, მშობელი ცდილობს, რომ ბავშვი დაიცვას მაქსიმალურად, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, ბავშვების ორი ჯგუფია მრავალი შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ. პირველი ჯგუფი არის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ე.წ. ჰიპერაქტივობისა და ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტის პრობლემები. მეორე ის ბავშვები, რომლებიც ჰიპერმზრუნველობით იზრდებიან.“
ზაზა ვარდიაშვილის თქმით, ადამიანი 21 წლამდე მწვავე, ხოლო 21 წლიდან 31 წლამდე არამწვავე შეცდომებით სწავლობს:
„21 წლამდე ასაკს ვეძახით მწვავე შეცდომებით გამოცდილების მიღების ასაკს. 21 წლიდან 31 წლამდე არამწვავე შეცდომებით გამოცდილების მიღების ასაკს. მხოლოდ 31 წლიდან არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა პრაქტიკულად გაანულოს შეცდომები რაოდენობა. ესეც იშვიათ შემთხვევებში გვხვდება.“
„როდესაც ბავშვი მიჩვეულია, რომ მას მშობლის სიგნალი აჩერებს, საკმარისია მშობელმა ყურადღება მოადუნოს და შეიძლება, ტრავმატიზმი ფატალურად დამთავრდეს. სანამ არ დაუძახებს დედა, მიცოცავს ხეზე. დედამ ან ძიძამ ყურადღება თუ მოადუნა, იქ უკვე ბევრად მეტი საშიშროება იქმნება. ამიტომ მაქსიმალურად არის საჭირო, რომ მეტი თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ ბავშვს ამ შემთხვევებში,“ - აღნიშნულ საკითხზე ზაზა ვარდიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ ისაუბრა.