,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ნინო ღულათავას თქმით, შესაძლოა, ანალიზებმა ბავშვის სისხლში სხვადასხვა ცვლილებაც გამოავლინოს:
„შესაძლებელია, რომ C - რეაქტიული ცილაც იყოს ოდნავ მომატებული, D-დიმერიც იყოს, სისხლის საერთოში გვქონდეს ლეიკოციტარულ ფორმულაში ეს ცვლილებები. თვეში ერთხელ გამოკვლევა აბსოლუტურად მისაღებია და საკმარისია იმისთვის, რომ დინამიკა დავიჭიროთ, ვნახოთ, ხომ არ არის რაიმე სხვა გართულებები.“
„კლინიკური სიმპტომები, რაც გაჩნდა კოვიდ-19-ის შემდეგ, უძილობა ბავშვებში, შფოთავს ბავშვი, ან გამონაყარი ხომ არ გაჩნდა, ტკივილები ხომ არ გაუჩნდა კუნთების ან სახსრის. უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაცია და სიმპტომური მკურნალობა იქიდან გამომდინარე, თუ რა გამოვლინდა ბავშვთან. როგორც წესი, თვეში ერთხელ საკმარისია,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ღულათავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.