„ყველაზე სახიფათო, რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს, ეს არის წარმატება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ წარმატება ადამიანისთვის უდიდეს საფრთხედ დაასახელა და აღნიშნა, რომ ის ხელს გვიშლის ადეკვატურად აღვიქვათ მოვლენები:

„ყველაზე სახიფათო, რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს, ეს არის წარმატება. ეს არის ყველაზე დიდი ხიფათის მომტანი. ​კრიზისი არის ძალიან საინტერესო ფენომენი. ამ დროს თქვენ მთლიანად მობილიზებული ხართ კრიზისიდან გამოსასვლელად. მოვლენები, რომლებმაც შეატრიალეს ადამიანების ცხოვრება, უკავშირდება კრიზისს, ან ახლობელი ადამიანის დაკარგვას, ან რაღაც ძვირფასის დაკარგვას. აქიდან ადამიანი გამოდიოდა გაცილებით ძლიერი და უკეთეს მდგომარეობაში.“

ზურა მხეიძის თქმით, წინსვლა ადამიანს ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის:

„წარმატების დროს რა ხდება? რაც მეტი წარმატება გაქვთ, მით მეტად ​არაადეკვატურად აფასებთ სიტუაციას. რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო არამგრძნობიარე ხდები. დააკვირდით ყველას, ვინც დაიღუპა თავი. ყველა წარმატებული იყო.“

„როდესაც ძალიან წარმატებული ხარ, აღარავის აღარ უსმენ, საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ. სხვადასხვა რისკის გათვლის ატროფირება ხდება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის კი არ არის, რომ​ კრიზისიდან ამოვიდეთ, მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ წარმატება გადავლახოთ. როდესაც რაღაც წარმატებას აღწევ, უნდა გაანულო. მან არ უნდა შექმნას საყრდენი სხვა დანარჩენი სამყაროს აღქმისკენ. როდესაც შენ ძალიან ზემოდან უყურებ რაღაც საკითხებს, ეს ამახინჯებს სამყაროს,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურა მხეიძემ „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ჩვენ თვითონ ვაპრობლემებთ ბევრ რამეს, ყველაფერი შეგიძლია დაამძიმო და ყველაფერი შეგიძლია შე...
​ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანები პრობლემებს ხშირად თავად ქმნიან:„ყველაფერი შეგიძლია დაამძიმო და ყველაფერი შეგიძლია შეამსუბუქო. ​ჩვენ...