Baby Bag

„სასურველია, რომ განსაკუთრებით ახლადშექმნილი ოჯახები ცხოვრობდნენ მარტო," - ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა

„სასურველია, რომ განსაკუთრებით ახლადშექმნილი ოჯახები ცხოვრობდნენ მარტო," - ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა

„სასურველია, რომ განსაკუთრებით ახლადშექმნილი ოჯახები ცხოვრობდნენ მარტო. ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. მეუღლეები ხან იკამათებენ, ხან შერიგდებიან, ხან ნეგატიურ ემოციებს გამოხატავენ, ხან პოზიტიურს. ამის გაკეთება, როდესაც იქ სხვა არავინ არ არის, გაცილებით იოლია. როდესაც კიდევ ვიღაცები არიან, მათი გათვალისწინება გვიწევს, მაგალითად, დილას ადგომისას, აბაზანაში შესვლისას, კამათისას, ლაპარაკისას.“

ზაზა ქოიავას თქმით, მრავალთაობიან ოჯახებში წყვილის თვითმყოფადობა იზღუდება:

​ოჯახური თანაცხოვრება ნიშნავს იმას, რომ შენთან ყველაზე თვითმყოფადი ვარ. ჩემს მეორე ნახევართან ერთად ბოლომდე გახსნილი, ბოლომდე ღია ვარ. ეს თვითმყოფადობა, როდესაც კიდევ ვიღაცები არიან, მაინც იზღუდება. საბოლოო ჯამში გაღიზიანების მომენტია და მერე შეიძლება ბრაზი ასაკოვან დედ-მამაზე გადავიტანო, შესაძლებელია პარტნიორზე გადავიტანო. შეიძლება აბსოლუტურად სხვა რაღაც მაღიზიანებდეს და სხვა რამეს დავაბრალო.“

„საქართველოში ეს პრობლემა იკვეთება ძალიან. კონსერვატიული ქვეყანა ვართ და ცალკე გასვლის პრობლემა არსებობს. სოციალურად არ ვართ მდიდარი ქვეყანა, რის გამოც იშვიათია ცალკე გასვლის საშუალება. შეხედულებები არის აბსოლუტურად სხვადასხვა დედამთილის, მამამთილის, ცოლის, სიდედრის, სიმამრის, რძლის, მულის. მე ჩემს ოჯახში ჩემი შეხედულებით მინდა ცხოვრება,“ - აღნიშნულ საკითხზე ზაზა ქოიავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„დებილი ხარ, შვილო, ვერასდროს ვერაფერს ისწავლი, შენი ძმა ნახე, როგორ კარგად სწავლობს“ - მთ...
​ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა „პოსტ ალიონში“ სოციალური სტიგმატიზაციის მანკიერი მხარეების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები ადამიანებს თვითსტიგმატიზაციისკენ უბიძგებს:...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორი-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება ყელის ტკივილის სამკურნალოდ,“ - ოტორინოლარინგოლოგი გიორგი გოგნიაშვილი

ოტორინოლარინგოლოგმა გიორგი გოგნიაშვილმა ყელის ტკივილის სახლის პირობებში მკურნალობის გზებზე ისაუბრა:

„მე ძალიან მომხრე ვარ ხოლმე ხანდახან სახლის პირობებში რაღაცების განხორციელების, თუ ეს არ ავნებს პაციენტს. თუ იოდზე ალერგიული არ არის პაციენტი, გადადუღებულ თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორ-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება, რომელსაც ჩემი ოჯახი ხშირად იყენებს. ეს ძალიან ამცირებს ყელის ტკივილს. უნდა შევამციროთ მწარე, მჟავე, ცივი, ცხელი საკვების მიღება და ეს ყველაფერი აულაგდებათ რამოდენიმე დღეში,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი გოგნიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად