Baby Bag

თუ არ იცით რა მოუმზადოთ დღეს თქვენს პატარას სადილად - Momsedu.ge გოგრის პიურეს რეცეპტს გთავაზობთ

თუ არ იცით რა მოუმზადოთ დღეს თქვენს პატარას სადილად - Momsedu.ge გოგრის პიურეს რეცეპტს გთავაზობთ

​სტაფილოს შემდეგ გოგრის სასარგებლო თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას. 

გოგრა კაროტინსა და დიდი რაოდენობით ვიტამინებს (B, C, D, PP, E) შეიცავს, რომლებიც როგორც პატარების, ასევე დიდების ორგანიზმისთვის აუცილებელია. 

რა სახით შეიძლება მივცეთ პატარას გოგრა ?  

6 თვის ბავშვებისთვის პედიატრები გოგრისაგან დამზადებულ პიურეს გვირჩევენ.

როგორ მზადდება გოგრის პიურე? 

  • 150 გრ. გოგრა; 
  • 1 ცალი (საშუალო ზომის, გულგამოცლილი) სტაფილო; 
  • 1 ცალი (საშუალო ზომის) კარტოფილი;
  • ზეითუნის ზეთი

მოხარშეთ გოგრა, სტაფილო და კარტოფილი. მოხარშული პროდუქტი გააგრილეთ და დააბლენდერეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი. 

ასევე არ გამოგრჩეთ ​Momsedu​.ge-ს ​ბროკოლის პიურეს რეცეპტი. 


შეიძლება დაინტერესდეთ

არ აჭამოთ ბავშვებს, განსაკუთრებით ზაფხულში, კრემიანი ნამცხვრები, მოუმზადეთ მათ სტაფილოს ჯანსაღი კექსი ნუცას რეცეპტით

არ აჭამოთ ბავშვებს, განსაკუთრებით ზაფხულში, კრემიანი ნამცხვრები, მოუმზადეთ მათ სტაფილოს ჯანსაღი კექსი ნუცას რეცეპტით

​MomsEdu.ge-ს მკითხველმა კარგად იცის, რომ ნუცა მათ ჯანსაღი და მარტივად მოსამზადებელი რეცეპტებით ანებივრებს. ამჯერადაც მან  სტაფილოს საოცარი კექსის რეცეპტი და მომზადების წესი გაგიზიარათ. 

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ზეთი - 1 ჩ.ჭ
  • დიდი კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 1 ჩ.ჭ
  • ფქვილი - 1 + 1/2 ჩ.ჭ
  • გამაფხვიერებელი - 10გ.
  • ვანილი
  • დარიჩინი
  • მწიკვი მარილი
  • მუსკატის კაკალი - 1/8 ჩ.ჭ
  • სტაფილო - 2 ც

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇

წაიკითხეთ სრულად