როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„როდესაც ორგანიზმს ასეთი რეაქცია აქვს, ე.ი. ვაქცინა მუშაობს და ანტისხეულები უფრო გამომუშავდება,“ - პროფესორი მალვინა ჯავახაძე
პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„რამდენიმე აცრის შემდეგ ვაქცინაზე რეაქციები მცირდება. შეიძლება ვაქციანზე ადგილობრივი რეაქცია იყოს, მაგრამ მე, როგორც ინფექციონისტს პირიქით, მომწონს როდესაც ორგანიზმს ასეთი რეაქცია აქვს, ე.ი. ვაქცინა მუშაობს, კარგი შედეგია და ანტისხეულები უფრო გამომუშავდება. ბუსტერის შემთხვევაში გვერდითი რეაქციების ალბათობა, შესაძლოა, უფრო ნაკლები იყოს.“
„დღეს, როდესაც ასეთ პატარა პოპულაციაში ყოველდღიურად 75 ადამიანი კვდება, ეს არ უნდა იყოს მარტო იმ ოჯახების ტრაგედია. ეს არის ყველა ოჯახის ტრაგედია. ყველამ, ვინც არ არის იმუნიზირებული, მის წილად უნდა ჩათვალოს ეს ქმედება. მე ამ დროს მახსენდება ჩემი მასწავლებლის, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სიტყვები: „სენსიბილიზებული ცოცხალი მირჩევნია არასენსიბილიზებულ მიცვალებულს.“ ვიყოთ სენსიბილიზებული, მოგვცეს რეაქცია, მაგრამ ვიყოთ დაცულები, ცოცხლები და ჯანმრთელები,“ - აღნიშნულ საკითხებზე მალვინა ჯავახაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.