ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დექსამეტაზონისა და ჰორმონების თვითნებურად მიღებასთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, სტერიოდების გამოყენებას თავისი სპეციფიკური, კონკრეტული ჩვენება აქვს:
„ჩვენთან ძალიან „უყვართ“ დექსამეტაზონი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ჰორმონებს. განსაკუთრებით პოპულარულია დექსამეტაზონის ამპულის გატეხვა და დალევა. ხშირია ინფექციური დაავადებების დროს სტეროიდების გამოყენება, რაც ხშირად პირიქით, მავნეა. არადა, დექსამეტაზონი, მაგალითად, ცხელებიან პაციენტში ერთი შეხედვით ეფექტურია, რადგან ტემპერატურა ქვეითდება და პაციენტი შვებას გრძნობს და კმაყოფილია. სინამდვილეში სტერიოდების გამოყენებას თავისი სპეციფიკური, კონკრეტული ჩვენება აქვს.
ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ სტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში, როცა ამის ჩვენება მართლა არსებობს, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორც ხდება,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.