Baby Bag

„ჩვენთან ძალიან „უყვართ“ დექსამეტაზონი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ჰორმონებს. განსაკუთრებით პოპულარულია დექსამეტაზონის ამპულის გატეხვა და დალევა“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„ჩვენთან ძალიან „უყვართ“ დექსამეტაზონი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ჰორმონებს. განსაკუთრებით პოპულარულია დექსამეტაზონის ამპულის გატეხვა და დალევა“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დექსამეტაზონისა და ჰორმონების თვითნებურად მიღებასთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, სტერიოდების გამოყენებას თავისი სპეციფიკური, კონკრეტული ჩვენება აქვს:
„ჩვენთან ძალიან „უყვართ“ დექსამეტაზონი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ჰორმონებს. განსაკუთრებით პოპულარულია დექსამეტაზონის ამპულის გატეხვა და დალევა. ხშირია ინფექციური დაავადებების დროს სტეროიდების გამოყენება, რაც ხშირად პირიქით, მავნეა. არადა, დექსამეტაზონი, მაგალითად, ცხელებიან პაციენტში ერთი შეხედვით ეფექტურია, რადგან ტემპერატურა ქვეითდება და პაციენტი შვებას გრძნობს და კმაყოფილია. სინამდვილეში სტერიოდების გამოყენებას თავისი სპეციფიკური, კონკრეტული ჩვენება აქვს.
ასევე ხშირად და სავარაუდოდ ბევრჯერ ზედმეტად აქვთ დანიშნული სტეროიდები ორსულებს. ამასთან დაკავშირებით ახლახან გამოქვეყნდა კვლევა (JAMA Network Open), რომელიც ჩატარდა ძალიან დიდ და ხანგრძლივ კოჰორტზე და დაადგინა, რომ ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების და 30%-ით ზრდის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის დარღვევის (ADHD) რისკს.

ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ სტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში, როცა ამის ჩვენება მართლა არსებობს, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორც ხდება,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგიერთი ქმედება, რასაც ადამიანები ვირუსის პრევენციის მიზნით აკეთებენ, გადაჭარბებულია და არც არის აუცილებელი“

„ზოგიერთი ქმედება, რასაც ადამიანები ვირუსის პრევენციის მიზნით აკეთებენ, გადაჭარბებულია და არც არის აუცილებელი“

„ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. შეგახსენებთ, რომ ამ კვლევის თანახმად, ვირუსის გადაცემა ძირითადად ახლო კონტაქტით ხდება და ზედაპირებიდან უფრო იშვიათად. ამ კვლევის გამო არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება ხელის და ზედაპირების ჰიგიენის მიმართ. ეს ისედაც ცხადი იყო, რომ გადაცემის ყველაზე მაღალი ალბათობა ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი კონტაქტის დროს არის და ზედაპირებზე შეხებით რისკი ნაკლებია. ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ ზოგიერთი ქმედება, რასაც ადამიანები ვირუსის პრევენციის მიზნით აკეთებენ (მაგალითად, სახლში მიტანილი პროდუქტის შეფუთვების დეზინფექცია, ყოველ ჯერზე ფეხსაცმლის რეცხვა და ა.შ.) გადაჭარბებულია და ვერც რეალურ შედეგს დებს და არც არის აუცილებელი. თუმცა, ზომიერების და რაციონალურობის ფარგლებში არ უნდა შევამციროთ ზედაპირების და ხელის ჰიგიენის პროცედურები და მიზეზად ეს კვლევა არ უნდა გახდეს.“

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

წაიკითხეთ სრულად