Baby Bag

როდის ვუშვებთ შეცდომას და რატომ არიან ჩვენი შვილები ტკბილეულზე მიჯაჭვულები

როდის ვუშვებთ შეცდომას და რატომ არიან ჩვენი შვილები ტკბილეულზე მიჯაჭვულები

როდის ვუშვებთ შეცდომას და რატომ არიან ჩვენი შვილები ტკბილეულზე მიჯაჭვულები? - ამ თემაზე პედიატრმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა:

„ტკბილი იგივე ნარკოტიკია, რომლისთვისაც თავის დანებება ძალიან რთულია. თუ ტკბილი ძალიან გიყვართ, სცადეთ და არ მიიღოთ გარკვეული პერიოდი. დაგეწყებათ თავის ტკივილი, სამუშაოს ვერ შეასრულებთ...“ - აღნიშნა პედიატრმა.

მისივე თქმით, ამ დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ პატარები თავიდანვე არ მივაჩვიოთ ტკბილს:

„გემოს რეცეპტორები 5-6 თვის ასაკში ყალიბდება. სწორედ ამ დროს ვაძლევთ პატარებს ფაფებს, პიურეებს, რომლებსაც მშობლები ატკბობენ (ხშირ შემთხვევაში შაქრით). ამიტომ ბავშვს ბუნებრივად უვითარდება ტკბილის სიყვარული. ყველა ბურღულს აქვს იმ რაოდენობის შაქარი, რომელიც სრულიად საკმარისია ჩვენი ორგანიზმისთვის. ერთადერთი, რითიც შეიძლება ფაფა დავატკბოთ, ეს არის ჩირი,“ - აღნიშნა თამარ ობგაიძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ზიანს აყენებს ძილს უსუფთაო თეთრეული და ბალიშის პირი

რა ზიანს აყენებს ძილს უსუფთაო თეთრეული და ბალიშის პირი

რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ თეთრეული და როგორ ვებრძოლოთ მტვრის ტკიპებს, - აღნიშნულ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეთ გადაცემა „ექიმებში“.

წაიკითხეთ სრულად