Baby Bag

როდის ვუშვებთ შეცდომას და რატომ არიან ჩვენი შვილები ტკბილეულზე მიჯაჭვულები

როდის ვუშვებთ შეცდომას და რატომ არიან ჩვენი შვილები ტკბილეულზე მიჯაჭვულები

როდის ვუშვებთ შეცდომას და რატომ არიან ჩვენი შვილები ტკბილეულზე მიჯაჭვულები? - ამ თემაზე პედიატრმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა:

„ტკბილი იგივე ნარკოტიკია, რომლისთვისაც თავის დანებება ძალიან რთულია. თუ ტკბილი ძალიან გიყვართ, სცადეთ და არ მიიღოთ გარკვეული პერიოდი. დაგეწყებათ თავის ტკივილი, სამუშაოს ვერ შეასრულებთ...“ - აღნიშნა პედიატრმა.

მისივე თქმით, ამ დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ პატარები თავიდანვე არ მივაჩვიოთ ტკბილს:

„გემოს რეცეპტორები 5-6 თვის ასაკში ყალიბდება. სწორედ ამ დროს ვაძლევთ პატარებს ფაფებს, პიურეებს, რომლებსაც მშობლები ატკბობენ (ხშირ შემთხვევაში შაქრით). ამიტომ ბავშვს ბუნებრივად უვითარდება ტკბილის სიყვარული. ყველა ბურღულს აქვს იმ რაოდენობის შაქარი, რომელიც სრულიად საკმარისია ჩვენი ორგანიზმისთვის. ერთადერთი, რითიც შეიძლება ფაფა დავატკბოთ, ეს არის ჩირი,“ - აღნიშნა თამარ ობგაიძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა ვიკვებოთ გრიპის დროს

როგორ უნდა ვიკვებოთ გრიპის დროს

ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების კიდევ უფრო მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.

საინტერესოა, როგორ უნდა ვიკვებოთ გრიპის დროს?

წაიკითხეთ სრულად