როგორ ვრცელდება ახალი კორონავირუსი? - ნახეთ ვიდეო
შეიძლება დაინტერესდეთ
„ვითომდა ვირუსის გასანადგურებლად, ვებრძვით ჩვენს ადამიანურ ფასეულობებს მთლიანად და კატეგორიულად, ტოტალიტარულად, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, თეორიულადაც კი და სინამდვილეში ნაბიჯ-ნაბიჯ ვინადგურებთ ფასეულობებს“
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში აქტუალურ თემაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს. MomsEdu.ge
„აშშ-ს
აი, ეს გადაწყვეტილება მართალია, სოციალისტობამიწერილი ჯო ბაიდენის დროს მოხდა, მაგრამ დაიწყო იმით, რომ უკიდურესად კონსერვატიულმა ამერიკული კლინიკების ასოციაციამ გადაწყვიტა პირველმა ასე და ჯო ბაიდენი, ჩაჰყვა და დაჰყვა, ვერ გეტყვით სიამოვნებით თუ ცოტა მაინც სინდისის ქენჯნით.
ყოველგვარი „მაგრამის“ გარეშე.გადაწყვეტილება ჩრდილოკორეულია, ჩინური პარტოკრატიულ ავტორიტარულიც კი არაა.
ყოველგვარი „მაგრამის“ გარეშე.
უფრო სწორი კი იქნებოდა შედარება, რომ ყველა სახის ინსტრუმენტი დალაგდა საოპერაციო მაგიდაზე და პაციენტი ტვინის ამპუტაციისათვის უკვე კარგა ხანია ნარკოზშია.
განსაკუთრებული სიმძიმის იარაღი კი ისევ და ისიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგვიდო - „ჩვენ ვართ ომში და იძულება ბუნებრივია“.
ამ ყველა იარაღის ერთადერთი მიზანია იმ ვითომდა ფაქტის, დამტკიცებული ფაქტის, ადამიანების ტვინში ჩაბეჭდვა, რომ ადამიანები კორონათი იღუპებიან და კორონა რომ მოვსპოთ, ეს ადამიანები არ დაიღუპებიან.
ამიტომაც ომია.
ომი ხომ მარტივად იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ბრძანებით იღუპებიან, არაბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან და ამ პროცესის შეწყვეტა შეგიძლია.
ომის წესები კი სხვაა, ვიდრე თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრებისა.
ომში მძიმე იარაღითაც უნდა იბრძოლო.
ომში უნდა იყო ტოტალიტარული და ყველა სფერო აკონტროლო.
აი, ესაა მთელი საოპერაციო მაგიდა და ინსტრუმენტარიუმი.
წინასწარვე ვიტყვი საკუთარ და პირად აზრს, რომ დიახ, ჩვენ მართლაც ომში ვართ.
ოღონდაც ეს ომი საკუთარი თავის წინააღმდეგ ომია.
ჩვენ ვებრძვით საკუთარ თავს, საკუთარ შინაგან არსებას, საკუთარ გენეტიკურ დეტერმინაციულ თვისებებს, როგორებიცაა:
ვებრძვით ჩვენს ადამიანურ ფასეულობებს მთლიანად და კატეგორიულად, ტოტალურად,
აი, ესაა ნამდვილი და ვიზუალიზირებული ომი, ჩემთვის პირადად.
ამ ბრძოლაში რაც უფრო მძიმე იარაღს გამოვიყენებთ, მით უფრო დავზიანდებით.
რაც უფრო მეტ იძულებას და ტოტალიტარიზმს შემოვიტანთ, მით უფრო დავჩაჩანაკდებით სულიერად.
თავისუფლების სახელით დამონებაც ისტორიული გაკვეთილია.
განსაკუთრებით სოციალიზმის და სტალინიზმის ქვეყნების მოქალაქეებს გამოგვიცდია ეს.
უკვე 18 თვეა მინიმუმ გასული კორონავირუსის გავრცელების მართლაც და აფეთქებიდან. პანდემია გამოცხადდა. ამ 18 გასულ პანდემიურ თვეში 1 მილიონ მოსახლეზე დაკარგა:
პერუმ - 5 859 ადამიანი
უნგრეთმა - 3 116
ბრაზილიამ - 2 577
ამერიკამ - 1 883
ინდოეთმა - 303
საქართველომ - 1 440
სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლიურად დაახლოებით 0,6%-დან 0,7%-მდეა.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლიურად დაახლოებით 0,6%-დან 0,7%-მდეა.
ასეა თითქმის ყველგან უკვე, რამეთუ იქ, სადაც ჯანდაცვა საუკეთესოა, ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ, ბევრია ღრმად მოხუცი და ეს სიკვდილიანობის მაჩვენებელს ზრდის.
იქ, სადაც ჯანდაცვა სუსტია, სამაგიეროდ, ბევრია პროცენტულად ახალგაზრდა და სიკვდილიანობის პროცენტს ეს ამცირებს.
ასე რომ, დაახლოებით წლიური სიკვდილიანობა მოსახლეობის 0,6%-ს შეადგენს.
1 მილიონ მოსახლეზე ეს დაახლოებით 6 000 ადამიანი გამოდის.
ასეა უკვე ათეული წლები და ეს რიცხვი დაახლოებით 5%-ის ფარგლებში თუ მერყეობს, ამას დიდ მერყეობას უწოდებენ.
პანდემიის ეპოქაში ზოგადი სიკვდილიანობა უცვლელია, სტაბილურია ამ 0,6 დან 0,7%-ის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნისათვის და რომელიმე ქვეყნას თუ 0,6% ჰქონდა, დაახლოებით ასე დარჩა და მერყეობა საერთოდ ამ 0,6%ის 5%-ს არ აღემატება.
პანდემიის ეპოქაში ზოგადი სიკვდილიანობა უცვლელია, სტაბილურია ამ 0,6 დან 0,7%-ის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნისათვის და რომელიმე ქვეყნას თუ 0,6% ჰქონდა, დაახლოებით ასე დარჩა და მერყეობა საერთოდ ამ 0,6%ის 5%-ს არ აღემატება.
ასევეა პერუშიც.
ასევეა პერუშიც.
იქაც, 1 მილიონ პერუს მოქალაქეზე წლიურად დაახლოებით 6 000 ადამიანი იღუპება, პანდემიის წელიწად-ნახევარზე გადაანგარიშებით კი ბუნებრივად პერუში ამ პერიდში გარდაცვლილთა რაოდენობა იქნებოდა 9 000 ადამიანი ყოველ მილიონზე.
აქედან 5 859 დაიღუპა კორონათი.
ანუ
პანდემიას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სისტემა ამ პერიდში მაინც უმნიშვნელოვანესი რგოლია და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანდაცვის და სოციალური თანხები სახელმწიფოს ყველაზე დიდი გასავალია, ფულის დიდი ფაქტორია, მაშინ თემა ფულს ვერ ამოვიღებთ დისკუსიიდან.
პანდემიით დიდი ფულის შოვნა რომ შეიძლება, ეს ონლაინ ვაჭრობამ დაამტკიცა, ეს ფარმაინდუსტრიამ დაგვიმტკიცა. ამაზე არ ვსაუბრობ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რაც მეტია მოთხოვნილება, მით უფრო მეტია ფასიც. მე ვსაუბრობ კლინიკების და სახელმწიფოების გარკვეული სტრუქტურების კორონავირუსის ფაქტორით მოგებაზე. თუკი ხარ კლინიკა, რაც მეტი კორონიანი გყავს, მით უფრო მეტ ფულს იღებ. ესაა ფაქტი და ამას ვერავინ წაუვა. გინდაც ფეხნაღრძობი იყოს ადამიანი და ამიტომ ესაჭიროებოდეს მკურნალობა, თუ აქვს კორონა, უკვე კლინიკა გაცილებით უფრო დიდ მოგებაშია, ვიდრე ჩვეულებრივი ავადმყოფის დროს. ჯანმრთელობის პრობლემა ინაცვლებს სადღაც უკან და უმთავრესი ხდება დიაგნოზი „კორონა“.
იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და ევროპის ბევრზე ბევრ ქვეყანაში სურდოიანი პაციენტებით გაავსეს სპორტული დარბაზები თუ სარდაფები თუ კორიდორები კლინიკებმა.
სახელმწიფომ ფულის ყულაბას უკონტროლოდ მოხადა თავი.
სულელი უნდა იყო კლინიკის შეფი, რომ 200-საწოლიანი საავადმყოფი 1500 საწოლიანად კიარა, 1500 ადამიან სადარბაზედ არ გადააკეთო.
გვახსოვს პორტუგალიაში სასწრაფო მანქანების რიგები და ისიც, რომ ტაქსის ფირმებმა სასრაფოდ გადააკეთეს მათი მოდიდო მანქანები და მინიტრასპორტერები „პაციენტის სატრანსპორტე“ საშუალებად.
სასტუმროები, კორონას იზოლატორული სასტუმროები, მარტო საქართველოში კი არ ყოფილა,
ღარიბი სახელმწიფოებისათვის ხომ ცალკე დიდ ყულაბაში და რაც მეტია კორონადიაგნოზი, მით მეტია ფულიც.
რამდენიმე კვირის წინ დაიწყო გერმანიაში პროკურატურამ კლინიკების კვლევა, რომ მაგალითად, პაციენტთა 30%-ს მაინც არ ესაჭიროებოდა ინტენსიურში წოლაო.
რამდენი კორონავირუსის მატარებელი დაიღუპა არასწორი სამედიცინო მართვით, ან იზოლაციის უმოძრაობაში თრომბოემბოლიით, არასწორი და აგრესიული მედიკაციით, ნაადრევი მართვითი სუნთქვით,
შემდეგი უდიდესი თემაა აცრის, როგორც ასეთის, აბსოლუტური გაფეტიშება ყველა ასაკის ადამიანისათვის.
ჩუტყვავილა უმეტესწილად ბავშვების დაავადებაა და თუ არ ხარ აცრილი, ყოველ მეორე ჩვილს კლავს. მუცელში მყოფ დაუბადებელ ბავშვს კლავს ჩუტყვავილა, თუკი ორსულს და ჩუტყვავილიან ბავშვს ან მოზარდს კონტაქტი ჰქონდათ.
კორონას სიტუაციაში ჯერ კიდევ არაა გამოქვეყნებული სიკვდილიანობისა და ასაკის ერთის მხრივ და ასაკს მიმატებული სხვა დაავადებების სტატისტიკა.
რამდენიმე კვირა იდო გერმანიის 21 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა სტატისტიკა რობერტ კოხის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე და უცებ გაქრა, ისევე როგორც, გააქრეს ინტენსიურში ინვაზიურ და არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე მყოფთა სტატისტიკაც.
რა იყო ის სტატისტიკა?
გერმანიაში პანდემიის 16 თვეში და ეს სტატისტიკა მაისამდე იყო,
რამდენად გაიზარდა ახალგაზრდების და მოზარდების სიკვდილიანობა კორონას პერიოდში?
სარისკო ჯგუფების თემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოხუცებულობის ასაკში. რომელი უფრო სარისკოა, კორონას შიშით მოხუცის იმობილიზება, ფსიქიურად შელახული მოხუცი და აქტიური მოძრაობის ადამიანის იზოლირება საწოლში თუ სავარძელში და მერე ამ ყველაფრით გართულება, თუ კორონას მატარებლობა?
რამდენად კლავს შიში ამ ასაკში და ამ მენტალურ მდგომარეობაში ადამიანს და რამდენად ფილტვის ანთება კორონას გამო?
ფილტვის ანთება ხომ საერთოდ ცალკე თემაა ასაკოვნებში და სიკვდილიანობის დაახლოებით 30%-ს შეადგენდა ყოველთვის.
აცრილი ავადმყოფი ისევეა გადამტანი, როგორც არაცრილი და ეს ყველა ექიმმა კი არა, სტუდენტმა და გუგლის მფლობელმა იცის.
აცრამ შეიძლება დაგიცვას მძიმე გართულებისაგან, ოღონდაც არა ინფიცირებისაგან.
რატომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ
როგორ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ვირუსს გააქრობ,
სადაა აქ მიზანმიმართულობა ან ახსნა, რომ აუცრა აუცილებლად და ზეწოლით ბავშვს, ახალგაზრდას თუ ვინმე სხვას, რომელსაც ეს არ სურს?
რაა ამგვარი აცრის მიზანი,
ისრაელი უკვე მესამე წრეზე ცრის, მაგრამ სიკვდილიანობის იმ 0,6 თუ 0,7%-ს ვერაფრით გააქრობს, რამეთუ, ადამიანები ვართ მოკვდავები, ადამიანებს არ შეუძლიათ მთელი ცხოვრება დარჩნენ ჯანმრთელები და 120 წლის ასაკში „ძილში გაიპარონ“, თუკი ესეც კატასტროფად არ გამოვაცხადეთ როდესმე.
მედიცინა ორგვარია
ერთია მედიცინა როგორც მეცნიერება, რომელიც იკვლევს დაავადებას, მის წარმოშობას, განვითარებას და დამარცხების, მის წინააღმდეგ ბრძოლის გზას
აი, ეს მეორე, ინდივიდუალური მედიცინა კი იმ მეცნიერებაზე, ადამიანის სურვილზე და ამ მეცნიერების გამოყენების დროსა თუ ინტენსივობაზეა დაფუძნებული.
წესითა და რიგით, მედიცინა, როგორც ზოგადად ავადმყოფობათა მეცნიერება, შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უმკურნალოს ერთ კონკრეტულ ავადმყოფს.
მედიცინა ადამიანის, ინდივიდის სურვილზეა ბაზირებული, დაფუძნებული და მის არსებობას მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ აქვს აზრი.