Baby Bag

„ბავშვი რომ ხშირად ავადმყოფობს, ძალიან ხშირად დედაა დამნაშავე“ - ყარამან ფაღავა

,„ნამეტან სტერილურ გარემოს ვუქმნით ჩვენ ჩვენს შვილებს - არა გაკაჟება, არა ზედმეტი სიბინძურე, არა ცხოველი, ეს სტერილური გარემო იწვევს ალერგოზების, ავტოიმუნური დაავადებების განვითარებას...“ - აღნიშნულის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ყარამან ფაღავამ ისაუბრა.

პედიატრმა ასევე აღნიშნა, რომ ბავშვებს ოჯახში ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას, რაც შემდეგში ნევროზს იწვევს:

„ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორები - ბავშვის შეურაცხყოფას, სამწუხაროდ, ვხვდებით როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში. ეს ყველაფერი შემდეგში ნევროზს იწვევს.“

პედიატრი ასევე ამახვილებს ყურადღებას ბავშვის ხშირად ავადობაზე, რაშიც ხშირ შემთხვევაში დედაა დამნაშავე. მისი თქმით, დედები შვილებს ზედმეტად ფუთავენ, არ უვლიან...

წყარო: fortuna.ge

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად