Baby Bag

„დღევანდელ ცხოვრებაში ვიტამინების და მინერალების ნატურალური გზით საკმარისად მიღება უკვე შეუძლებელია,“ - იტალიელი პროფესორის რჩევები ქართველ ხალხს

„დღევანდელ ცხოვრებაში ვიტამინების და მინერალების ნატურალური გზით საკმარისად მიღება უკვე შეუძლებელია,“ - იტალიელი პროფესორის რჩევები ქართველ ხალხს

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარიო მაჩეტიმ პანდემიის დროს ჯანსაღი კვებისა და ძლიერი ორგამიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, ​რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება. როგორც აღმოჩნდა, ზედმეტი წონა და დიაბეტი ამ საშინელი ვირუსის პირველი მოკავშირეები არიან. ახლა აუცილებელია, რომ ორგანიზმს ვირუსთან გასამკლავებლად ძალა მივცეთ. საკვები პროდუქტები მდიდარი უნდა იყოს ცილებით, მაქსიმალურად გამოვრიცხოთ რაციონიდან შაქარი და კარბონიტრატები. მე გირჩევთ მიიღოთ რძის ფერმენტები, ბოსტნეული და ხილი. უმნიშვნელოვანესია, რომ დაიგეგმოს დღის რაციონი. ადამიანმა დღის განმავლობაში სამჯერ უნდა ჭამოს. საუზმისას შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ მიირთვათ ტკბილეული, მაგ. ნამცხვარი. სადილი, სასურველია, მოიცავდეს ხორცს და ბევრ ბოსტნეულს. სადილსა და ვახშამს შორის წახემსება შესაძლებელია ხილით, ხოლო ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი. მიირთვით თევზი ან ბოსტნეული. ცხიმის მიღება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რადგან ის ჩვენი მტერია.“

მარიო მაჩეტის თქმით, სათბურში მოყვანილი პროდუქტი სასარგებლო ნივთიერებებს არ შეიცავს:

„სასარგებლოა სეზონური ხილისა და ბოსტნეულის მიღება. სათბურში მოყვანილი პროდუქტები არ იღებენ მზის სხივებს და ნაკლებად შეიცავენ სასარგებლო ნივთიერებებს. საჭიროა თუ არა ინტეგრატორები? სამწუხაროდ კი. ახლა იძულებულები ვართ დავეხმაროთ ორგანიზმს ყველა იმ ნივთიერებით, რასაც ვეღარ, ან ნაკლებად ვიღებთ, ესენია ​ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები. თუნდაც რძე ავიღოთ პასტერიზებული, ის გემრიელია, როგორც ნამდვილი რძე, მაგრამ მასში დაკარგულია K ვიტამინის შემცველობა. ამიტომ საჭიროა მივიღოთ ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები.“

მარიო მაჩეტიმ აღნიშნა, რომ ვიტამინებისა და მინერალების სრულფასოვნად მიღება ნატურალური გზით შეუძლებელი გახდა:

„დღევანდელ ცხოვრებაში ვიტამინების და მინერალების ნატურალური გზით საკმარისად მიღება უკვე შეუძლებელია.​ ხშირად საუბრობენ D ვიტამინზე. მისი მიღება მხოლოდ ანალიზების შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზეა კარგი, მაშინ, როდესაც ორგანიზმს ის ნამდვილად აკლია. ასევე მნიშვნელოვანია ომეგა 3, ომეგა 6 და ომეგა 9. მათ იტალიაში ზეითუნის ზეთის დახმარებით ვიღებთ, თუმცა ისინი ძირითადად ზღვის თევზებშია, როგორებიცაა: სარდინი, ორაგული. ინტეგრატორი არ შეიძინოთ ონლაინ. ზოგჯერ მათ ოკეანის რომელიმე კუნძულზე ამზადებენ. ინტეგრატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ევროპული სერთიფიკატი. მთავარი ინტეგრატორში ხარისხია.“

„რადგან ქართველებს კარგად გიცნობთ და ძალიან მიყვარხართ, მინდა, რჩევა მოგცეთ: პირველი, ​სწორად გამოიყენეთ ინტეგრატორები, მეორე, ზომიერად მიირთვით წითელი ღვინო, ის პოლიფენოლს შეიცავს და ნატურალური ანტიოქსიდანტია. შეეცადეთ ცხოვრების სტილს პოზიტიურად მიუდგეთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარიო მაჩეტიმ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ იმედის დღე

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული ხილის მირთმევა და რატომაა შეცდომა ხილის აღქმა დესერტა...
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა დადებითი თვისებები აქვს ხილს ორგანიზმისთვის და დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული ხილის მირთმევა...