„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი და შეიძლება თუ არა კბილის პასტის ხარისხის და უსაფრთხოების დადგენა ტუბზე დატანილი ფერების მიხედვით?
„ზოგიერთ კბილის პასტაში შედის ფტორი, რომლის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შესაძლოა ბავშვებში გამოიწვიოს გონებრივი ჩამორჩენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი მუცლად ყოფნის დროს იღებს დედის მეშვეობით (თუ დედა ფტორიან პასტას დიდი რაოდენობით იყენებს). ერთი მხრივ, ფტორი აუცილებელია კბილისთვის და მეორე მხრივ, ამ საშიშროების წინაშე გვაყენებს“ - აღნიშნულის შესახებ ჰარვარდის მეცნიერმა ფილიპ გრანდჟანმა გადაცემაში „საიმედო რეკომენდაციები“ განაცხადა.
„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეჭვობდით, რომ ფტორი შეიძლებოდა დამაზიანებელი ყოფილიყო ორგანიზმისთვის. უახლეს კვლევებში შევაჯამეთ ორსულებისა და ბავშვების მონაცემები. დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული განვითარების ეტაპზე, ანუ მუცლად ყოფნის დროს დედისგან ბევრ ფტორს იღებდნენ, შემდგომში შეფერხება აქვთ ტვინის ფუნქციებში, კერძოდ IQ - ში. ფტორს ძირითადად სასმელი წყლიდან ვიღებთ, თუმცა როცა ამას ემატება კბილის პასტიდან მიღებული ფტორი, უკვე სარისკოა. რა თქმა უნდა, ფტორი კარიესის განვითარებას უშლის ხელს და ის აუცილებელია კბილებისთვის, თუმცა, ძალიან ცოტა რაოდენობით და მხოლოდ კბილების ზედაპირზე (არა ორგანიზმში). ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჯაგრისზე დაიტანოთ ძალიან ცოტა კბილის პასტა, დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის და გახეხვის შემდეგ სრულად გამოირეცხოთ პირის ღრუდან. ბავშვები კბილის ხეხვის დროს ყლაპავენ კბილის პასტას. კვლევების თანახმად, ასეთი ბავშვების ორგანიზმში ფტორის გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელიც შემდგომში ცირკულაციის შედეგად ხვდება ტვინში და იწვევს მის დაზიანებას“ - დასძინა ფილიპ გრანდჟანმა.
როგორც გადაცემაში აღნიშნეს, აფთიაქებისა და მაღაზიის დახლებზე უამრავი ბრენდის კბილის პასტაა წარმოდგენილი, სხვადასხვა სარეკლამო წარწერა გვიჩენს კითხვას - პირის ღრუს მოვლის როგორ საშუალებებზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად და ხომ არ არის რომელიმე პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში?
,,ინტერნეტ სივრცეში გვხვდება უამრავი ვიდეო, სადაც კბილის პასტების ტუბზე დატანილი ფერადი ზოლების მიხედვით, უსაფრთხო და საფრთხის შემცველი პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევას გვასწავლიან. სინამდვილეში ფერად ზოლებს სულ სხვა დანიშნულება აქვს და საერთოდ არ აქვს კავშირი კბილის პასტის შემადგენლობასთან. ეს ნიშნულები გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ქარხანაში გაიზომოს თუ რა სიგრძის ტუბი უნდა მოჭრას და შესაბამისად, ის აპარატი, რომელიც ამას აკეთებს ამ ნიშნულით ხვდება რა სიგრძეზე უნდა მოჭრას. მე პაციენტებს ყოველთვის ვთხოვ, რომ ამის მიხედვით არასდროს შეარჩიონ კბილის პასტა“ - აღნიშნა ქირურგმა, პარადონტოლოგმა თეა ნაცვლიშვილმა.
„ქიმიური კბილის პასტები განსხვავებული შემადგენლობისაა, ამიტომ მათ შეძენამდე რეკომენდებულია სტომატოლოგთან კონსულტაცია, რომელიც ინდივიდუალურად თქვენი კბილებისა და ღრძილების შესაბამის პროდუქტს შეგირჩევთ. თუ პაციენტს აქვს ღრძილის ანთების მიმართ მიდრეკილება, მისთვის განკუთვნილ კბილის პასტაში უნდა შედიოდეს ან ქლორჰექსიდინი ან ეთერზეთები. ვისაც კარიესის მიმართ აქვს მიდრეკილება, მათ უნდა ჰქონდეთ ფტორირებული კბილის პასტა“ - დასძინა თეა ნაცვლიშვილმა.
ფტორი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საყურადღებო კომპონენტია კბილის პასტების შემადგენლობაში. ის შეძლებისდაგვარად აღადგენს კბილის ემალს, უზრუნველყოფს კბილის მგრძნობელობის შემცირებას, რაც მისი დადებითი მხარეა. მგრძნობელობის გაძლიერებას კი კბილის ცვეთა განაპირობებს, გათხელებული ემალი ვეღარ იცავს კბილის დენტინს, რომელშიც ნერვული დაბოლოებების განშტოებებია და კბილები მარტივად რეაგირებს მჟავეზე, ტკბილზე, ცივსა და ცხელზე. ფტორიანი კბილის პასტა კი ემალის შევსებას უწყობს ხელს. არსებობს გასათვალისწინებელი ფაქტორი - ზედმეტი ფტორი საშიშია ჯანმრთელობისთვის!.
ზოგიერთი კბილის პასტის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ტრიკლოზანი, რომელიც პირის ღრუში ბაქტერიებს ანადგურებს და ეფექტურია, როგორც კარიესის, ასევე, ინფექციებისგან თავის დასაცავად. ამ დადებითი თვისებების მიუხედავად, მეცნიერების ნაწილს ტრიკლოზანის მიმართ საეჭვო დამოკიდებულება აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბაქტერიების რეზისტენტობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით დადგინდა ტრიკლოზალის უარყოფითი გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე, თუმცა, აღნიშნული კვლევები არ ჩატარებულა ადამიანზე, შესაბამისად, მეცნიერებს გადაჭრით უჭირთ იმის თქმა, რომ ეს ნივთიერება უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ტრიკლოზანიანი კბილის პასტები გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, აუცილებლობის შემთხვევაში.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც კბილის პასტების შემადგენლობის ჩამონათვალშია, მისი აბრაზიულობის, ანუ წმენდის მაჩვენებელი ინდექსია - ეს ინფორმაცია შემადგენლობაში მითითებულია, როგორც RDA – 20, RDA – 30, RDA – 50... რაც უფრო დიდი რიცხვია მითითებული აღნიშნული აბრევიატურის გასწვრივ, მით უფრო ეფექტურად წმენდს და ათეთრებს კბილებს, თუმცა ასეთივე წარმატებით აზიანებს ემალს. ანუ, ციფრები 0-დან 70-მდე დაბალ აბრაზიულობაზე მიუთითებს, საშუალოდ ითვლება 70-დან 100-მდე, 100-ზე ზემოთ კი მაღალი მაჩვენებელია. უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ დაბალი აბრაზიულობის მქონე კბილის პასტაზე და გამონაკლის შემთხვევებში ან მაქსიმუმ კვირაში ორჯერ გაიხეხოთ კბილები საშუალო ან მაღალი აბრაზიულობის მქონე კბილის პასტით.
კბილის პასტა, რომელიც წყალში ძალიან ქაფდება - ასეთი კბილის პასტის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ - აღნიშნეს გადაცემაში ,,საიმედო რეკომენაციდები.