„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თუ ბავშვი იტყუება, ეს მშობლის დანაშაულია და არა ბავშვის,“ - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი
ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვის მიერ ტყუილის თქმა მშობლის დანაშაულია და არა ბავშვის:
„ძალიან ბევრი მშობელი მოდის, მეუბნება: „ბავშვმა მომატყუა.“ ეს არ არის ბავშვის დანაშაული, ეს მშობლის დანაშაულია. ბავშვი სამი მიზეზით იტყუება. პირველი არი შიში, მას სურს თავიდან აიცილოს რაღაც არასასურველი, მეორე - მას სურს დაიცვას მეორე ადამიანის ემოცია, არ უნდა, რომ დედა გაანერვიულოს, მესამე - ბავშვს სჭირდება აღიარება და პოზიტიური იმიჯის შექმნა. საჭიროა, რომ სამყაროს ბავშვის თვალებით შევხედოთ.“
ზაზა ვარდიაშვილი მშობლებს პრაქტიკულ რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ბავშვის ტყუილში გამოჭერისას:
„თუ ბავშვი გაკვეთილიდან იპარება და გატყუებთ, ამ დროს მას დახმარება უნდა შესთავაზოთ. უთხარით ბავშვს, რომ თუ ის დაიღლება, მას დაეხმარებით ყველაფრის მოგავრებაში. თუ ბავშვი ამას ჩვეულებრივ მოვლენად მიიღებს და კვლავ მოითხოვს იმავეს გაკეთებას, მას აუხსენით, რომ გაკვეთილის გაცდენა მომავალში მასზე ცუდად აისახება და სხვები ბევრად მეტს გაიგებენ. ყველაფერი პოზიტიური დამოკიდებულებით, პოზიტიური ლავირებით უნდა შევძლოთ. დაკვირვებით ბავშვი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს. მან არ უნდა დაინახოს ზედმეტი ფრუსტრაცია მშობლების მხრიდან, ზედმეტი ჩივილები გარემოს მიმართ, არ უნდა იყოს ხშირი კონფლიქტი მშობლებს შორის მისი თანდასწრებით.“
„ადრე იყო ავტორიტარული აღზრდის მეთოდი. ეს მეთოდი დღემდე არსებობს. ავტორიტარული აღზრდის სტილის გამოყენებისას უმეტეს შემთხვევაში გამოდის კარგი ადამიანი, მაგრამ ის არის უინიციატივო, რომელიც ყოველთვის არის სხვების ზურგს უკან. ის თავის თავზე არ იღებს ბევრ რამეს. არცერთ მშობელს არ გვინდა, რომ ჩვენი შვილი ასეთი იყოს. ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაიკარგა სწორედ ამიტომ, რომ ვერ შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა, თვითრეალიზაცია.“
ზაზა ვარდიაშვილი აღნიშნავს, რომ ავტორიტეტული აღზრდის სტილი გაცილებით პოზიტიური და ნაყოფიერია:
„ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარდა ერთ-ერთი ექსპერიმენტი. ბავშვი უყურებდა თოჯინების თეატრს, სადაც იყო ორი ფისო და ძაღლი, რომელიც ცდილობდა ყუთიდან ბურთის ამოღებას. ნაცრისფერი ფისო ძაღლს ეხმარებოდა, მეორე კი ხელს უშლიდა ამოღებაში. ბავშვებს წარმოდგენის დასრულების შემდეგ არჩევანის წინაშე აყენებდნენ, რომ აერჩიათ ფისო, რომელიც მოსწონდათ. მათი 80 % ირჩევდა ნაცრისფერ ფისოს, რომელიც ავლენდა პოზიტიურ ქცევას. ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა პოზიტიური ადამიანების მხარესაა, ემხრობა კეთილს და კეთილი ადამიანია. შემდგომში ცხოვრებისეული გამოცდილება, შიშები და ფრუსტრაციები იწვევს ნეგატივის გაღვივებას,“ - აღნიშნავს ზაზა ვარდიაშვილი.