„ადამიანი რომ იბადება, ორი სასუნთქი გზა აქვს: პირის მხრივ სუნთქვა და ცხვირით სუნთქვა. პირიდან სუთქვა არის ალტერნატიული სუნთქვა. ის მხოლოდ საჭიროების დროს უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ჩაკეტილია ცხვირის გზა, ადამიანი რომ არ გაიგუდოს. ცხვირით სუნთქვა არის მთავარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი, მან უნდა ისუნთქოს ცხვირით. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გრძნობს, რომ ის ცხვირით კარგად ვერ სუნთქავს.“
ქეთევან გოცაძემ ის შემთხვევები დაასახელა, როდესაც ადამიანს ცხვირით სუნთქვა უძნელდება:
„ლორწოვანის შეშუპებას მოჰყვება ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება. არსებობს სტრუქტურული ცვლილებები ცხვირში, რომელიც ასევე იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას: ძგიდის გამრუდება, პოლიპოზი, ნიჟარების ჰიპერტროფია, ადენოიდების ჰიპერტროფია და ა.შ. ზოგიერთ ადამიანს, როდესაც ცხვირი გაეჭედება, ვერ წარმოუდგენია პირით როგორ ისუნთქოს. ერთ-ერთმა ოტოლარინგოლოგიის გურუმ თქვა, ბავშვი ფეხით სიარულს თავად ისწავლის, მთავარია ცხვირით სუნთქვა ასწავლოთო. ცხვირი ისეა მოწყობილი, რომ ჩვენს ჩასუნთქულ ჰაერს ფილტრავს, ასუფთავებს, ატენიანებს და ათბობს. იმისთვის, რომ ფილტვებს მიეწოდოს სწორად ჰაერი, რომ შემდგომ არ მოჰყვეს ქვედა სასუნთქი სისტემის ანთებები, ადამიანმა უნდა ისუნთქოს ცხვირით. ცხვირით სუნთქვის მომენტში ერთვება მთელი ფილტვები. თუ გულს არ მიეწოდა გაძლიერებული ჟანგბადით სისხლი, გულიც, ტვინიც ცუდ მდგომარეობაშია. ადამიანს უჰაერობა აქვს, მეხსიერების დაქვეითება აწუხებს.“
„უნდა გვქონდეს ცხვირით სუნთქვა, მაგრამ ეს ბუნებრივი უნდა იყოს და არ უნდა იყოს რაღაც წვეთებზე დამოკიდებული. მსოფლიოში არცერთ მედიკამენტს ისეთი მოხმარება არ აქვს, როგორიც ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროვებელს. როდესაც გაჭედილია ცხვირი და არის მწვავე ვირუსული ინფექცია, სასუნთქი გზების ობსტრუქციაა, ადამიანს აქვს ჰაერის უკმარისობა, ეს წამალი არაჩვეულებრივი საშუალებაა. ის ეფექტიანია იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ბანალური სურდო არ გადაგვივიდეს ოტიტში, ჰაიმორიტში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთევან გოცაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.
წყარო: „დილა ფორმულაზე“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა