Baby Bag

​რა შეიძლება გავაკეთოთ ძვლების გასაძლიერებლად და ოსტეოპოროზის პრევენციის მიზნით?

​რა შეიძლება გავაკეთოთ ძვლების გასაძლიერებლად და ოსტეოპოროზის პრევენციის მიზნით?

რა შეიძლება გავაკეთოთ ძვლების გასაძლიერებლად და ოსტეოპოროზის პრევენციის მიზნით? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

„ძვლების მასა პიკს აღწევს 20-დან 30 წლის ასაკამდე. შემდეგ ნელ-ნელა ქვეითდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ხელის შეწყობა, რომ შევინარჩუᲜოთ ძლიერი ძვლები და თავი დავიცვათ ვარდნების, მოტეხილობების და სხვა რიგი გართულებებისგან.

ეს რჩევები დაგეხმარებათ ძლიერი ძვლების შენარჩუნებაში:

​1. Ca - კალციუმი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ძვლებისათვის. თუ კალციუმის დონე ორგანიზმში დაბალია. ორგანიზმი მას იღებს ძვლებისგან დეპოს სახით. შესაბამისად, ძვლები შესაძლებელია Ca-სგან „გამოიფიტოს“ და ამით მივიღოთ ოსტეოპოროზი.
ის უფრო ხშირი პრობლემაა ქალებში და მაგალითად აშშ-ში 50 წელს გადაშორებული მდედრობითი სქესის წარმომადგენელთან 50%-ს ოსტეოპოროზი აწუხებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ამ მიკროელემენტის ყოველდღიურად რეკომენდებული რაოდენობის მიღებაზე.
ეს რეკომენდებულია რაოდენობა RDA-ის მიხედვით, შეადგენს 1000-1200 მგ-ს.
1300 მგ-9-დან 18 წლამდე ძვლებში კარგი დეპოს შესაქმნელად.
Ca-ის კარგი საკვები წყაროა:
  • 1 ჭიქა დაბალცხიმიანი იოგურტი - 300 მგ. Ca
  • ნახევარი ჭიქა ხაჭო - 200 მგ. Ca
  • 1 ლიტრი დაბალცხიმიანი რძე - 1000მ გ. Ca
  • 1 ჭიქა მოხარშული ლობიო - 140 მგ. Ca
  • 100 გრამი ორაგული - 180 მგ. Ca
2. D ვიტამინი - ის ეხმარება ორგანიზმს Ca-ის შეთვისებაში, მის გარეშე საკვებიდან ორგანიზმი კალციუმს ვერ ითვისებს.

​D ვიტამინის (25 OH D) ნორმალური მაჩვენებელია - >20ნგ/მლ

​<12ნგ/მლ ნიშნავს დეფიციტს

​D ვიტამინის ათვისების კარგი წყაროა მზის სხივები.

​საჭიროა დღის განმავლობაში სულ რაღაც რამდენიმე წუთით მზის სხივების ზემოქმედება კანზე და ჩვენ საჭირო რაოდენობა გვექნება.

​ალტერნატიული კარგი საკვები წყაროა:
  • ცხიმიანი თევზი - ორაგული, სკუმბრია, ოკეანის ან ზღვის თევზეულობა
  • ძროხის რძე, სოიო, ნუში, შვრია
  • კვერცხი
  • ღორის ხორცი
  • მარცვლეული

​3. ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, კვირაში 4-5-ჯერ ფიზიკური აქტივობა
ვარჯიში ეხმარება ორგანიზმს ძვლების მასის მომატებაში.
ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ახდენენ ძვლების „გამოფიტვის“ პრევენციას, რომელიც იწყება 30 წლის შემდეგ.
ასევე ვარჯიში ავითარებს ჩონჩხის კუნთოვან ქსოვილს, რომელიც შესაბამისად, აძლიერებს მყესებს.
საუკეთესო ვარჯიში ძვლების და კუნთების გასაძლიერებლად:
1. წონების გარეშე ვარჯიში, როდესაც მუშაობ გრავიტაციის წინააღმდეგ - სირბილი, ძუნძული, ჩქარი სიარული ხანგრძლივად, ცეკვა, სტეპი (კიბეზე ასვლა)
ეს ვარჯიშები არის სპეციფიკური, ანუ ამ დროს მუშაობს ქვედა კიდურების კუნთები და არა ხელები.
2. რეზისტენტული ვარჯიში - ის ახდენს კუნთებისა და ძვლების გაძლიერებას, მასის მატებას, ჰიპერტროფიას, მყესების გამაგრებას.
ესენია: აზიდვები, ჟგუტით რეზისტენტული ვარჯიში, ნიჩბოსნობა, სიმძიმეებით ვარჯიში, კროსფიტი.
დღეში მინიმიმ 20-30 წუთიანი ვარჯიშები.
4. დაანებე თავი მოწევას
მოწევა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს ოსტეოპოროზის განვითარებაში.
ნიკოტინი და სიგარეტში შემავალი სხვა ქიმიური ნივთიერებები ანელებენ ძვლების ფორმირებისთვის საჭირო უჯრედების (bone-forming cells) პროდუქციას. ასევე ისინი ამცირებენ სისხლის ნაკადს ძვლებისკენ.
ეს შესაძლებელია სერიოზული პრობლემა გახდეს ხერხემლისთვის, რომელსაც ისედაც ნაკლები აქვს სისხლის ნაკადი.
5. შეზღუდე ნახშირწყლების, შაქრის მიღება
დიდი რაოდენობით შაქარი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ძვლებზე რადგან:
ა. ორგანიზმს აკარგვინებს Ca-ს და Მაგნიუმს
ბ. კუჭ-ნაწლავს ხელს უშლის Ca-ის შეწოვაში
გ. შაქარი ანაცვლებს საკვებიდან მისაღებ ბევრ საჭირო მაკროელემენტს
6. შეზღუდე ალკოჰოლის მიღება
მძიმე დალევა
მძიმე დალევად ითვლება - 15 drink ან მეტი კვირაში კაცისთვის და 8 drink ან მეტი კვირაში ქალებისთვის.
1 Drink - 355 მლ. ლუდი
1 Drink - 148 მლ. ღვინო
1 Drink - 45 მლ. არაყი, ვისკი, კონიაკი და სხვა მძიმე დასალევი“, - წერს ექიმი ზაზა თელია.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

,,იმუნური სისტემის ,,გასაძლიერებლად" ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს''

,,იმუნური სისტემის ,,გასაძლიერებლად" ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს''
ექიმი ზაზა თელია ვიტამინებისა და მულტივიტამინების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და ,,დაამარცხოს" გაციება და სხვა რიგი ინფექციები. ექიმი მკითხველს 12 რჩევას აძლევს იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:

,,საზოგადოებაში სამწუხაროდ გავრცელებულია მითი იმის თაობაზე, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს (Boost Immune System).

ასევე სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ვიტამინების მიღების აგიტაციას ახდენენ ექიმები, თუმცა ამის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

იმუნური სისტემის ,,გასაძლიერებლად" ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიტამინების მიღება დანამატის სახით რაიმე სახის სარგებელს აძლევს ადამიანს არ არსებობს და მეტიც, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის ორგანიზმში რომელიმე კონკრეტული მიკროელემენტის ნაკლებობა, მისი დანამატის სახით მიღება არ არის რეკომენდებული და პოტენციურად შესაძლოა სახიფათო იყოს იმის გამო რომ ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინის ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატება) ადამიანს დაემართოს ტოქსიკოზი ან სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები.

ასევე მულტივიტამინების მიღებით არ ხდება ორგანიზმის დაცვა ვირუსებისგან ან სხვა ინფექციებისგან.

იმისათვის რომ იმუნურმა სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და იყოს ძლიერი საჭიროა:

1. ჯანსაღი კვების რუტინა, წყლის მიღება;
2. ფიზიკური აქტივობა, რეგულარული ვარჯიში;
3. მოწესრიგებული ძილი, მინიმუმ 6 საათი;
4. თამბაქოს ელიმინაცია, მეორე და მესამე ხელით მოწევისგან თავის არიდება;
5. ჭარბი ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა;
6. პირადი ჰიგიენა;
7. წონის კლება, კუნთის ჰიპერტროფია
8. მედიკამენტების მიღების შეზღუდვა

როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და ,,დაამარცხოს" გაციება და სხვა რიგი ინფექციები.

12 რჩევა იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:

1. ჭამე ხილი და ბოსტნეული - სხვადასხვა ფერები;
2. თავი დაანებე მოწევას;
3. დაკავდი სექსით ხშირად;
4. იყავი პოზიტიურად განწყობილი;
5. ხშირად დაიბანე ხელები და სახე;
6. ივარჯიშე სისტემატიურად, ხშირად;
7. ჩამოაყალიბე შენი სოციალური ქსელი;
8. გაიცინე ხშირად;
9. შეზღუდე ჭარბი ალკოჰოლის მიღება;
10. გქონდეს კარგი ძილი - მინიმუმ 6 საათი;
11. სკეპტიკურად იყავი განწყობილი მცენარეული და საკვები დანამატების მიმართ, მათი მიღება არ არის რეკომენდირებული და პოტენციურად სახიფათოა;
12. კარგია შინაურ ცხოველებთან კონტაქტი - აუცილებელია ისინი იყვნენ აცრილები სხვადასხვა ინფექციების მიმართ,'' - აღნიშნავს ზაზა თელია. 

FIFA Certified Sports Physician - MD Zaza Telia - დავით თელიას კლინიკა - მტკიცებითი მედიცინის ცენტრი

წაიკითხეთ სრულად