Baby Bag

​მენსტრუალური ციკლის რა პერიოდია ხელსაყრელი დაორსულებისთვის?

​მენსტრუალური ციკლის რა პერიოდია ხელსაყრელი დაორსულებისთვის?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მენსტრუალური ციკლის რა პერიოდია ხელსაყრელი დაორსულებისთვის? - მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია დღეს ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

სპერმატოზოიდების სიცოცხლის უნარიანობა 3-დან 5 დღემდეა. ორსულობის დადგომა კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ოვულაციის დროს კვერცხსავალ მილებში ან საშვილოსნოში არის ცოცხალი სპერმატოზოიდები.

საშუალოდ ქალების უმტეტესობას ოვულაცია აქვთ მენსტრუალური ციკლის მე-14 დღეს. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუალური ციკლი 28 დღეზე ნაკლებია, ოვულაცია შეიძლება მოხდეს უფრო ადრე. თუ არ გსურთ დაორსულება, უმჯობესია, გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ვაგინალური სანთლები ან კონდომი (პრეზერვატივი).

რა არის ოვულაცია? - ეს პროცესია, რომლის დროსაც ფოლიკული სკდება და საკვერცხიდან გამოდის მომწიფებული კვერცხუჯრედი. ოვულაცია თვეში ერთხელ ხდება - მომწიფებული კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გადადის კვერცხსავალ მილში. სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრა ხდება კვერცხსავალ მილში, თუ არ არის არანაირი პრობლემა (სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედი ჯანსაღია, კვერცხსავალი მილები გამტარია), მოხდება განაყოფიერება. კვერცხუჯრედი სიცოცხლისუნარიანია 12-24 სთ-ის განმავლობაში, სპერმატოზოიდი სიცოცხლისუნარიანია 3-დან 5 დღემდე. კვერცხუჯრედის ინპლანტაცია საშვილოსნოში კი ოვულაციიდან 6-12 დღეში ხდება.

​თუ აწარმოებთ ოვულაციის მონიტორინგს, მაშინ დაორსულებისთვის ხელსაყრელია დაუცველი სქესობრივი ცხოვრება ოვულაციამდე 3 დღით ადრე, ოვულაციის დღეს და ოვულაციის შემდეგ 1 დღე. თუ არ გეგმავთ ორსულობას, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ დღეებში უნდა გქონდეთ დაცული სქესობრივი ცხოვრება.

გისურვებთ ჯანრთელობას!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დე​დების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ